ბლოგი
ჯინო აკვაპარკს უნიკალური დაბადების დღის ცენტრი აქვს, რომელიც მოიცავს წყლის თამაშების პროგრამას, მხიარულ ანიმატორებს, ფოტო და ვიდეო გადაღებას, ტორტის ჩაქრობის ცერემონიას. როგორც იუბილარს, ისე მის სტუმრებს შეუძლიათ მთელი დღე გაატარონ აკვაპარკში.
ჩვენი გუნდი მუდმივად ფიქრობს სიახლეებზე ვიზიტორებისთვის, სწორედ ამიტომ 2 ახალი პროგრამა შევიმუშავეთ:
საიდუმლო კუნძული ჯინო ჯუნიორისგან, მეკობრის პროგრამა, რომელიც დაბადების დღეს დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს. დაბადების დღის მთავარი დეტალი იუბილარის ტორტია, სწორედ ტორტის გადასარჩენად ყველა სტუმარი ერთვება თავგადასავალში მეკობრის წინააღმდეგ.
გახდი ზღაპრის მთავარი გმირი და დაამარხცე შენს მეგობრებთან ერთად მეკობრე.
დაბადების დღე, რომელიც საოცარ თავგადასავალში გამოგზაურებთ! უამრავი ემოცია და სპეციალურად თქვენთვის შექმნილი ახალი პროგრამა!
არიელი ჯინო ჯუნიორისგან, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ ზღაპრული თავგადასავალის მონაწილე გახდეთ.
იუბილარს ტორტს არიელი მიართმევს !
ჯინო ჯუნიორში ყველა იუბილარი ზღაპრული თავგადასავლის მონაწილე ხდება. დადებითი ემოციების ძალაზე თანამედროვე მედიცინა ბევრს საუბრობს, სწორედ ამიტომ ჩვენი გუნდის მთავარი ფოკუსი ბედნიერი ემოციების დაგროვებაა, ბავშვებისთვის შესაბამისი ატმოსფეროს შექმნას კი ჩვენ გპირდებით.
დაღლილობა – ეს არის დაქანცულობის, ენერგიის უკმარისობის შეგრძნება. ამასთან ერთად ადამიანს უქვეითდება მოტივაციაც. შესაძლოა, დაღლილობას თანახლდეს ძილიანობა, აპათია – გარშემო მიმდინარე მოვლენებისადმი გულგრილობა.
სამედიცინო განმარტებით, დაღლილობა არის ყოველდღიური ენერგიის ნაკლებობა; გამოფიტულობა, რომელიც გამოძინების შემდეგ არ ქრება. თუ ეს შეგრძნება თვეზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, დაღლილობა მწვავეა, თუ 1-დან 6 თვემდე ან უფრო დიდ ხანს – ქრონიკული. დაღლილობა ხელს უშლის ადამიანის ნორმალურ ფუნქციობას და აქვეითებს მისიცხოვრების ხარისხს.
ხშირად ჩვენ ერთი და იმავე მნიშვნელობით ვიყენებთორ ცნებას: დაღლილობას და სისუსტეს. ეს მთლად მართებული არ არის. დაღლილობა იგივე გამოფიტულობაა, როდესაც ადამიანს ენერგიის ნაკლებობის გამო დასვენების მოთხოვნილება უჩნდება. სისუსტე კი ფიზიკურ დაუძლურებას, კუნთების ძალის ნაკლებობას, უღონობას გულისხმობს. დასუსტებულ ადამიანს ხელების, ფეხების და სხეულისსხვა ნაწილების კუნთების ასამოძრავებლად დამატებითი ძალისხმევა სჭირდება.
როდესაც დაღლილობის მიზეზი დადგენილია, იწყება მკურნალობა და დაღლილობაც მცირდება, მაგრამ ძილის, კვებისა და ფიზიკური აქტიურობის რეჟიმის მოწესრიგება ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა. ამისთვის რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ:
- შეეცადეთ, ყოველდღე, უქმე დღეებშიც კი, ერთსა დაიმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ.
- საწოლ ოთახში იყოს კომფორტული ტემპერატურა (ძილისთვის კომფორტულად მიიჩნევა 15,5-19,5 გრადუსი).
- საწოლ ოთახში იყოს სიბნელე და სიწყნარე.
- დაძინებამდე ერთი საათის განმავლობაში მოერიდეთ ეკრანს. გამოსხივება და ხმა ტვინის აქტივობას ასტიმულირებს და გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე.
- მოერიდეთ ძილის წინ ჭამას.
- ძილის მოახლოებისთანავე შეეცადეთ, ფიზიკურადაც და გონებრივადაც დაისვენოთ. სტრესული და შემაშფოთებელი ფიქრების განთავის დაღწევაში შესაძლოა დაგეხმაროთ თბილიაბაზანა და მშვიდი მუსიკა.
- ძილის მოწესრიგებაში ძილის დღიურის წარმოებაცდაგეხმარებათ.
ჯინო აკვაპარკმა შეიმუშავა სპეციალური შეთავაზება #აჩუქედასვენება, რაც შესაძლებლობას გაძლევთ თქვენს საყვარელ ადამიანს აჩუქოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ განიტვირთოს და იზრუნოს საკუთარ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და აღიდგინოს სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ძალები.
ჩვენი კომპანია აქტიურად ზრუნავს თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და ყველა თანამშრომელი საკუთარ დაბადების დღეზე საჩურად #აჩუქედასვენების შეთავაზებით სარგებლობს, რადგანაც გვჯერა რომ პროდუქტიული თანამშრომელი სწორედ კარგად დასვენებული თანამშრომელია.
შეთავაზების სანახავად ეწვიეთ ბმულს
ამბობენ, რომ საუნა 2000 წლის წინ გამოიგონეს ფინეთში. მოგვიანებით, ჯერ ევროპის ჩრდილოეთ გავრცელდა და შემდეგ კი მთელი კონტინენტის გული დაიპყრო.
ბევრი სხვადასხვა ტიპის საუნა არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი უნიკალური ფუნქცია გააჩნია.
გთავაზობთ, რომ Gino Wellness & Spa სივრცეში განლაგებული ექვსივე საუნა უკეთ გავიცნოთ:
“მელიის სორო” – არომათერაპიისა და ჰიდროპროცედურის ნაზავი:
▪ ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას
▪ ეფექტურია სისხლძარღვოვანი დაავადებების მკურნალობის პროცესში
▪ ხსნის შეშუპებას და სიმძიმის შეგრძნებას კიდურებში
საუნაში განთავსებულია პატარა ზომის ვირპული, სადაც შეგიძლიათ გაიკეთოთ ფეხის ჰიდროპროცედურები – ჰაერისა და წყლის ჭავლის მონაცვლებით.
მარილის ორთქლის საუნა – იოდიზირებული მარილით გამდიდრებული ორთქლის თერაპია უზრუნველყოფს სასუნთქი გზების მეშვეობით ორგანიზმში იოდის ბალანსის აღდგენას.
საუნაში განთავსებულია მოსახერხებელი, წამოსაწოლი სავარძლები.
მცენარეული საუნა – მათთვის, ვისაც განსაკუთრებული არომატები უყვართ!
რელაქსაცია და მკურნალობა არომათერაპიის ეფექტით!
პროცედური ტარდება ისეთი სამკურნალო ბალახეული მცენარეებით, რომელთაც გააჩნია დამამშვიდებელი, ანტისეპტიკური, ანტიცელულიტური, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
ინფრაწითელი საუნა – იაპონელი ქალების სილამაზის ერთ-ერთი საიდუმლო!
იაპონური ხისგან დამზადებულ სივრცეში ინტენსიურად გამოიყოფა ბუნებრივად აქტიური ნივთიერება – ფიტოციდები, რომელიც სასარგებლოა სასუნთქი სისტემისთვის.
საუნაში ჩამონტაჟებული ინფრაწითელი გამოსხივება ხელს უწყობს სითბური ეფექტის მეშვეობით სხეულის დაზიანებული ზონების მკურნალობას.
სითბური ეფექტით ორგანიზმის დამუშავება განსაკუთრებით სასარგებლოა მასაჟის დაწყებამდე ან/და სხეულის კორექციის პროცედურაზე შესვლის წინ.
ინფრაწითელი ტალღოვანი სხივები ხელს უწყობს მოკლე დროში სხეულის კორექციასა და გაჯანსაღებას, კანის სიგლუვეს.
ორთქლის რომაული საუნა – 100%-იანი ორთქლის საუნა, გამდიდრებული გვირილის ექსტრაქტით, ინჰალაციის ეფექტით აძლიერებს იმუნიტეტს, ორგანიზმს ხდის ბრძოლისუნარიანს ვირუსების წინააღმდეგ, ხსნის სასუნთქ გზებს და ასუფთავებს ფილტვებს.
ფინური საუნა – ფინურ საუნაში წარმოქმნილი ცხელი ჰაერი არა მხოლოდ წმენდს და აახალგაზრდავებს კანს, არამედ ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებებისგანაც კურნავს.
ფინური საუნა ათავისუფლებს სხეულს ტოქსინებისგან, აცილებს ზედმეტ წონას, გვეხმარება განტვირთვასა და სტრესის მოხსნაში. კანი საგრძნობლად ჯანსაღი, გლუვი და ლამაზი ხდება, განწყობა კი ბევრად ამაღლებული და პოზიტიური.
ჰამამი აერთიანებს აღმოსავლურ სიბრძნეს, ფილოსოფიასა და არომატებს!
ეს პროცედურა მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და რა თქმა უნდათ, ამ სიამოვნების გამოცდა საკუთარ თავზეც შეგიძლიათ Gino Paradise – ში!
Gino Wellness & Spa დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ჩვენი საუნებით, ვირპულებითა და პროცედურებით კმაყოფილი მომხმარებელი განმეორებით ხშირად გვსტუმრობს ხოლმე.
გახსნის დღიდან Gino Paradise დასვენების, გართობისა და ზაფხულის სიმბოლოდ იქცა!
მაინც, რატომ უყვართ Gino ასე ძალიან?
პასუხი ნათელია: აქ ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების სტუმარი თავისთვის საინტერესო და გასართობ აქტივობას იპოვის.
“ოქროს ხანა”, “ოქროს წლები”, “ოქროს ხელები” … ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს.
საუკუნეების განმავლობაში ოქროს სხვა კეთილშობილ ლითონებშიც კი გამოარჩევდნენ და ყველაფერი კარგი დღემდე მასთან ასოცირდება.