fbpx Skip to content
032 215 85 85
info@ginoaquapark.ge

აკვაპარკი

ჯინო აკვაპარკი ოთხივე სეზონი თქვენთან ერთად არის!

აკვაპარკი 5 წლის ჩათვლით პატარებს უფასოდ მასპინძლობს.

გთხოვთ, წარმოადგინოთ ბავშვის დაბადების მოწმობა.
გართობა ნებისმიერი ასაკისთვის! 10-მდე განსხვავებული ტიპის აუზი და სლაიდი!

გასართობი პროგრამა და გათამაშებები პატარებისთვის და მათი მშობლებისთვის!
მრავალფეროვანი და გემრიელი მენიუ!
ამ ყველაფერს ჯინო აკვაპარკი თქვენი  სრულყოფილი დასვენებისთვის აერთიანებს.

აკვაპარკის ტერიტორიაზე დაგხვდებათ:

➤ ტალღოვანი აუზი –  აუზის ატრაქცია ქმნის ზღვის ნამდვილი ტალღების ეფექტს. აუზის პირზე განთავსებულია საცოცი კედელი, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას. ტალღოვანი აუზი ეტაპობრივად ღრმავდება და მისი მაქსიმალური სიღრმე განისაზღვრება 2.95 სმ-ით;

➤ ველური მდინარე – ატრაქცია წყლის ნაკადის ეფექტით, სადაც სტუმრებს შეუძლიათ განთავსდნენ კამერაზე და წყლის დინებას მშვიდად მიჰყვნენ, მზის გულზე სრული განტვირთვისთვის;

➤ გარე საბავშვო სივრცე – ამ ტერიტორიაზე განთავსებულია საბავშვო ტობოგანი, სხვადასხვა სასრიალოთი. ამავე სივრცეშია საბავშვო აუზი.

➤ პანორამა აუზი- ბარით – საკუთარ სივრცეში აერთიანებს ცურვის, განტვირთვისა და რუჯის მოყვარულებს. სტუმრები აუზიდანვე დატკბებიან პანორამული ხედით ზღვაზე, აუზიდან ამოუსვლელად შეუძლიათ შეუკვეთონ საყვარელი კოქტეილები და აუზში განთავსებულ შეზლონგებზე სწრაფად და ეფექტურად გაირუჯონ წყლიდან არეკლილი ულტრაიისფერი სხივების ხარჯზე.

➤ ბავშვთა წყლის პარკი – დახურული საბავშვო სივრცის ნაწილია, რომლის სიღრმეც 38 სმ-ია, ხოლო წყალი 31-32 გრადუსამდე თბება. წყლის პარკი დატვირთულია სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციებით, როგორც მხოლოდ პატარებისთვის, ასევე მშობლებისთვის.

➤ სარელაქსაციო აუზი – ეს არის სხვადასხვა ჰიდრომასაჟორით აღჭურვილი უჟანგავი ფოლადის აუზი. ჰიდრომასაჟორები ხელს უწყობს: სხეულის კორექციის პროცედურას, კისრის არეში ტკივილის მოხსნას, განტვირთვასა და ახალი ენერგიით დამუხტვას;

 

➤ ტობოგანი – აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი 31 მეტრიანი ტობოგანი – 6 სლაიდითა და 5 სხვადასხვა სიჩქარით;

➤ ღია სლაიდების დიდი არჩევანი ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის

ბავშვთა წყლის პარკი, სარელაქსაციო აუზი და ტობოგანი წლის ნებისმიერ სეზონზე მასპინძლობს სტუმრებს!