fbpx Skip to content
032 215 85 85
info@ginoaquapark.ge

ექსელენთ სივრცე

თქვენ შეგიძლიათ ექსელენთ სივრცის დაჯავშნა ნებისმიერი ტიპის დახურული წვეულებისთვის: ნიშნობა, ქორწილი, პრეზენტაცია, გამოსაშვები საღამო, მეგობრების წვეულება…
 
ექსელენთი ეს არის პრივატული სივრცე უნიკალური პროდუქტებითა და სერვისით. სივრცეში განთავსებულია: 
 
➤ ლუდის აბაზანა, რომელიც ივსება თბილი ლუდის ექსტრაქტით და იქვე მოედინება სტუმრებისთვის ცივი ლუდი; 
 
➤ კლეოპატრას ოქროს აბაზანები: 24 კარატიანი ოქროთი მოპირკეთებული აბაზანები თბება და  ივსება რძის, ყვავილებისა და ღვინის ექსტრაქტით; 
 
➤ ამავე სივრცეშია მოსასვენებელი ოთახი გამთბარი ქვის სავარძლებით, სენსორული ვირპული ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერისა და წყლის ჭავლის მასაჟორებით.  ფინური, ორთქლისა და მცენარეული საუნები, საშხაპეები სხვადასხვა ეფექტის ატრაქციით. 
 
➤ ექსელენთშია განთავსებული ყინულის ოთახი თოვლცვენის ეფექტით. ეს არის ამიერკავკასიაში უნიკალური კრიო საუნა. სიცივის ზემოქმედების შედეგად ორგანიზმი განიცდის სტრესს, რის გამოც სისხლძარღვები ვიწროვდება. სტრესის შედეგად ხდება დიდი რაოდენობით სისხლის შინაგანი ორგანოებისთვის მიწოდება და უკვე განახლებული სისხლის ნაკადი გამოდის პერიფერიაზე. ჯამში: უმჯობესდება კანის სტრუქტურა, განახლდება უჯრედები და რა თქმა უნდა განახლდება ნივთიერებათა ცვლა. კრიო საუნაში გატარებული დრო ეხმარება ორგანიზმს გამოყოს დიდი რაოდენობით ენდორფინები. (ენდორფინი – ბედნიერების ჰორმონი);
 
ექსელენთ სივრცის სტუმრებს ასევე სრულად აქვთ წვდომა აკვაპარკსა და სპა სივრცეზე.
 
სერვისით სარგებლობის ღირებულება:
➤ 10 სტუმარი – 1700 ლარი
➤ 20 სტუმარი – 2200 ლარი
➤ დამატებითი სტუმარი – 99 ლარი
➤ კრიო საუნით სარგებლობა – 690 ლარი
 
 
დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 158585