Gino-ს ცურვის აკადემია ბრუნდება!
Gino-ს ცურვის აკადემია ბრუნდება!
ძალიან მალე Gino – ს ცურვის აკადემია მოსწავლეების მიღებას განაახლებს.
მინიმალური ასაკი 4 წლიდან განისაზღვრება. უახლოეს დღეებში კი დეტალურ ინფორმაციას გაგიზიარებთ განრიგთან და ღირებულებასთან დაკავშირებით.
მანამდე კი, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი პროფესიონალთა რეკომენდაციებს იმის თაობაზე, თუ რატომ არის აუცილებელი ცურვა ბავშვებისთვის:
✔ ცურვა აძლიერებს გულსა და ფილტვებს, ასევე მკლავის, ფეხის და კისრის კუნთებს
✔ წყალში ჩახტომა და ჩახშობა ასტიმულირებს ვესტიბულურ სისტემას, ხელს უწყობს წონასწორობას
✔ დადასტურებულია, რომ ბავშვის ცურვა ეხმარება პატარას კვებისა და ძილის რეჟიმის დაცვაში.
✔ ცურვა ეხმარება ბავშვებს კუნთების უსაფრთხოდ განვითარებაში.
✔ ცურვა დაბალი ზემოქმედების სპორტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვებს აქვთ სახსრების ან ძვლების დაზიანების გაცილებით ნაკლები შანსი, ვიდრე სხვა სპორტის დროს.
✔ გარდა ამისა, ადამიანებს შეუძლიათ უფრო დიდხანს ივარჯიშონ წყალში, ვიდრე ხმელეთზე კუნთების ან სახსრების ტკივილის გარეშე.
✔ ცურვა აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას.