Gino Seaside Hotel
აკვაპარკიდან 200 მეტრში 5★ – იანი სასტუმრო, Gino Seaside Hotel მოგემსახურებათ.
Gino Seaside Hotel – იდან თბილისის ზღვისა და მიმდებარე ტერიტორიის ულამაზესი ხედები იშლება.
სასტუმრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 15 წუთის, ქალაქის ცენტრიდან კი 20 წუთის სავალზე მდებარეობს.
სტუმრებს ემსახურება ყველა საჭირო ნივთით აღჭურვილი 215 კეთილმოწყობილი ოთახი.
საკონფერენციო ოთახები და საბანკეტო დარბაზები ითვალისწინებს თქვენი ბიზნესის ყველა საჭიროებას და გათვლილია 220 სტუმარზე.
სასტუმროს ბოლო სართულზე კი მდებარეობს რესტორანი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნეთ ქართული და მსოფლიო სამზარეულოს საუკეთესო ნიმუშები და ამავდროულად, დატკბეთ ქალაქისა და თბილისის ზღვის საოცარი ხედებით.
Gino Seaside Hotel – ის სტუმრები ჩვენს აკვაპარკსა და სპაში სპეციალური ფასდაკლებით სარგებლობენ.