fbpx Skip to content

032 215 85 85
info@ginoaquapark.ge

უსაფრთხოების ნორმები

აკვაპარკში არსებული აუზებისა და ატრაქციების მონიტორინგს ახდენს სპეციალური ჯგუფი მუდმივ/24 საათიან რეჟიმში;

ტექნოლოგი დღის განმავლობაში, 3 საათიანი ინტერვალით ახორციელებს წყლის ლაბორატორიულ ანალიზს. მოწმდება აუზების ყველა ტექნოლოგიური პარამეტრი, კერძოდ, წყლის და ჰაერის ტემპერატურებისა და ტენიანობის, წყალში ქლორის შემცველობა, გოგირდმჟავას შემცველობა, წყლის სიხისტის მაჩვენებელი;

ჰაერის პარამეტრები – ჰაერის ტემპერატურულ პარამეტრების მონიტორინგი ხდება პროგრამულად. ტენიანობას არეგულირებს ტექნოლოგი, დანადგარები და ა.შ.

წყლის პარამეტრები – წყლის ტემპერატურული მაჩვენებლების მონიტორინგი ხდება პროგრამულად. გარდა ამისა, 3 საათში ერთხელ მოწმდება თერმომეტრის მეშვეობით.

 

აუზის წყლის მოვლის პრინციპი

ყველა აუზზე წყლის ფილტრაცია მიმდინარეობს ოცდაოთხ საათიან, მუდმივ რეჟიმში, ქვიშის ფილტრების გავლით ცირკულაციით, კერძოდ; 

• აუზიდან წყალი  გადაედინება საბალანსე ავზში კიდეებზე განთავსებული ცხაურების გავლით, საიდანაც საცირკულაციო ძრავების საშუალებით გაივლის ქვიშის ფილტრებს, შემდეგ თბომცვლელებს, რაც უზრუნველყოფს წყლის ტემპერატურის რეგულირებას და ბრუნდება აუზში. 

• პარალელურ რეჟიმში, აუზიდან ცალკე სათანადო დიამეტრის მილის მეშვეობით წყალი მიეწოდება ამავე აუზისთვის განკუთვნილ დოზირების აპარატს, რომელიც ადგენს წყალში ქიმიური საშუალებების (იგულისხმება წყლის მოვლის ქიმიური საშუალებები, ქლორის შემცველობა წყალში და ასე შემდეგ) ოდენობას და იგივე აპარატი მითითებული პარამეტრებიდან გამომდინარე, ავტომატურ რეჟიმში, აპარატზე მიერთებული ქიმიის ჭურჭლიდან წერტილოვანი მიწოდებით აწვდის შესაბამისი სახის და ოდენობის ქიმიურ საშუალებას აუზში მიმავალ (დაბრუნებულ) წყლის ჭავლს.

• ავტომატური დოზირების გამართულ მუშაობას, პარამეტრების დაცვას და საჭიროების შემთხვევაში შესწორებას უზრუნველყოფს მორიგე ტექნოლოგი, რომელიც ყოველ სამ საათში იღებს წყლის ანალიზს უშუალოდ აუზიდან და შესაბამისი ხელსაწყოს მეშვეობით ადგენს იგივე ქიმიური საშუალებების ოდენობას, რათა შეამოწმოს, რამდენად სწორად მუშაობს თითოეული აუზის დოზირების აპარატი