Gino Paradise – ზაფხულისა და დასვენების სიმბოლო!
გახსნის დღიდან Gino Paradise დასვენების, გართობისა და ზაფხულის სიმბოლოდ იქცა!
მაინც, რატომ უყვართ Gino ასე ძალიან?
პასუხი ნათელია: აქ ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების სტუმარი თავისთვის საინტერესო და გასართობ აქტივობას იპოვის.
✅ ტალღოვანი აუზი ყველას უყვარს
✅ ოლიმპიურ აუზზე ყველაზე თამამი, უშიშარი და ექსტრემალური ადამიანები იკრიბებიან
✅ ველური მდინარე ბავშვებს განსაკუთრებულად ართობთ
✅ პანორამა აუზს კი ძირითადად უფროსები სტუმრობენ, აუზშივე განთავსებული ბარით სარგებლობენ და ბევრ დასამახსოვრებელ ფოტოს იღებენ
რაც შეეხება ტოპოგანს, ის სიდიდით N1 – ია აღმოსავლეთ ევროპაში.
6 სხვადასხვა ფერის სასრიალო მილი სხვადასხვა სიჩქარით ჩამოსრიალების საშუალებას გვაძლევს.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე განლაგებულია 12 კვების ობიექტი და ისინი სტუმრებს უგემრიელესი კერძებითა და სასმლით უმასპინძლდებიან!
აკვაპარკიდან სულ რამდენიმე მეტრში კი უკვე Gino Aquamarine Hotel – ს შეგიძლიათ ეწვიოთ, დაისვენოთ და ულამაზესი ხედებით დატკბეთ.
ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა მრავალი სასიამოვნო ფაქტის გამო, Gino Paradise ნამდვილადაა მარადიული ზაფხულისა და დასვენების სიმბოლო!