6 ტიპის საუნა Gino Wellness & Spa – ში!
ამბობენ, რომ საუნა 2000 წლის წინ გამოიგონეს ფინეთში. მოგვიანებით, ჯერ ევროპის ჩრდილოეთ გავრცელდა და შემდეგ კი მთელი კონტინენტის გული დაიპყრო.
ბევრი სხვადასხვა ტიპის საუნა არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი უნიკალური ფუნქცია გააჩნია.
გთავაზობთ, რომ Gino Wellness & Spa სივრცეში განლაგებული ექვსივე საუნა უკეთ გავიცნოთ:
“მელიის სორო” – არომათერაპიისა და ჰიდროპროცედურის ნაზავი:
▪ ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას
▪ ეფექტურია სისხლძარღვოვანი დაავადებების მკურნალობის პროცესში
▪ ხსნის შეშუპებას და სიმძიმის შეგრძნებას კიდურებში
საუნაში განთავსებულია პატარა ზომის ვირპული, სადაც შეგიძლიათ გაიკეთოთ ფეხის ჰიდროპროცედურები – ჰაერისა და წყლის ჭავლის მონაცვლებით.
მარილის ორთქლის საუნა – იოდიზირებული მარილით გამდიდრებული ორთქლის თერაპია უზრუნველყოფს სასუნთქი გზების მეშვეობით ორგანიზმში იოდის ბალანსის აღდგენას.
საუნაში განთავსებულია მოსახერხებელი, წამოსაწოლი სავარძლები.
მცენარეული საუნა – მათთვის, ვისაც განსაკუთრებული არომატები უყვართ!
რელაქსაცია და მკურნალობა არომათერაპიის ეფექტით!
პროცედური ტარდება ისეთი სამკურნალო ბალახეული მცენარეებით, რომელთაც გააჩნია დამამშვიდებელი, ანტისეპტიკური, ანტიცელულიტური, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
ინფრაწითელი საუნა – იაპონელი ქალების სილამაზის ერთ-ერთი საიდუმლო!
იაპონური ხისგან დამზადებულ სივრცეში ინტენსიურად გამოიყოფა ბუნებრივად აქტიური ნივთიერება – ფიტოციდები, რომელიც სასარგებლოა სასუნთქი სისტემისთვის.
საუნაში ჩამონტაჟებული ინფრაწითელი გამოსხივება ხელს უწყობს სითბური ეფექტის მეშვეობით სხეულის დაზიანებული ზონების მკურნალობას.
სითბური ეფექტით ორგანიზმის დამუშავება განსაკუთრებით სასარგებლოა მასაჟის დაწყებამდე ან/და სხეულის კორექციის პროცედურაზე შესვლის წინ.
ინფრაწითელი ტალღოვანი სხივები ხელს უწყობს მოკლე დროში სხეულის კორექციასა და გაჯანსაღებას, კანის სიგლუვეს.
ორთქლის რომაული საუნა – 100%-იანი ორთქლის საუნა, გამდიდრებული გვირილის ექსტრაქტით, ინჰალაციის ეფექტით აძლიერებს იმუნიტეტს, ორგანიზმს ხდის ბრძოლისუნარიანს ვირუსების წინააღმდეგ, ხსნის სასუნთქ გზებს და ასუფთავებს ფილტვებს.
ფინური საუნა – ფინურ საუნაში წარმოქმნილი ცხელი ჰაერი არა მხოლოდ წმენდს და აახალგაზრდავებს კანს, არამედ ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებებისგანაც კურნავს.
ფინური საუნა ათავისუფლებს სხეულს ტოქსინებისგან, აცილებს ზედმეტ წონას, გვეხმარება განტვირთვასა და სტრესის მოხსნაში. კანი საგრძნობლად ჯანსაღი, გლუვი და ლამაზი ხდება, განწყობა კი ბევრად ამაღლებული და პოზიტიური.