ჯინო აკვაპარკს უნიკალური დაბადების დღის ცენტრი აქვს, რომელიც მოიცავს წყლის თამაშების პროგრამას, მხიარულ ანიმატორებს, ფოტო და ვიდეო გადაღებას, ტორტის ჩაქრობის ცერემონიას. როგორც იუბილარს, ისე მის სტუმრებს შეუძლიათ მთელი დღე გაატარონ აკვაპარკში.
ჩვენი გუნდი მუდმივად ფიქრობს სიახლეებზე ვიზიტორებისთვის, სწორედ ამიტომ 2 ახალი პროგრამა შევიმუშავეთ:
საიდუმლო კუნძული ჯინო ჯუნიორისგან, მეკობრის პროგრამა, რომელიც დაბადების დღეს დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს. დაბადების დღის მთავარი დეტალი იუბილარის ტორტია, სწორედ ტორტის გადასარჩენად ყველა სტუმარი ერთვება თავგადასავალში მეკობრის წინააღმდეგ.
გახდი ზღაპრის მთავარი გმირი და დაამარხცე შენს მეგობრებთან ერთად მეკობრე.
დაბადების დღე, რომელიც საოცარ თავგადასავალში გამოგზაურებთ! უამრავი ემოცია და სპეციალურად თქვენთვის შექმნილი ახალი პროგრამა!
არიელი ჯინო ჯუნიორისგან, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ ზღაპრული თავგადასავალის მონაწილე გახდეთ.
იუბილარს ტორტს არიელი მიართმევს !
ჯინო ჯუნიორში ყველა იუბილარი ზღაპრული თავგადასავლის მონაწილე ხდება. დადებითი ემოციების ძალაზე თანამედროვე მედიცინა ბევრს საუბრობს, სწორედ ამიტომ ჩვენი გუნდის მთავარი ფოკუსი ბედნიერი ემოციების დაგროვებაა, ბავშვებისთვის შესაბამისი ატმოსფეროს შექმნას კი ჩვენ გპირდებით.
ჯინო აკვაპარკი მუდმივად ზრუნავს სიახლეებზე და ვიზიტორებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნაზე, შემოდგომის სეზონს განახლებული საბავშვო აუზით ვხვდებით, რომელიც ქალაქში ყველაზე საყვარელი ადგილია ბავშვებისთვის, ასევე გართობის და დადებითი ემოციების გაზიარების საუკეთესო საშუალება.
ბავშვთა წყლის პარკი – დახურული საბავშვო სივრცის ნაწილია, რომლის სიღრმეც 38 სმ-ია, ხოლო წყალი 31-32 გრადუსამდე თბება. წყლის პარკი დატვირთულია სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციებით, როგორც პატარებისთვის, ასევე მშობლებისთვის.
„პოზიტიურად ყოფნა“, არც ისე მარტივია – თუმცა პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებას დრო და მუდმივი პრაქტიკა ესაჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ადამიანს, თითქოს, პოზიტიური აზროვნების უნარი თანდაყოლილად აქვს, კვლევები ადასტურებს, რომ ოპტიმისტური განწყობა ჩვევაა, რომლის გამომუშავებაც შესაძლებელია და მეტად ეფექტურია თუ ამ ჩვევის გამომუშავება ბავშვობიდან ხდება.
ბავშვების და მშობლების განწყობაზე ზრუნვა და მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნა ჯინო აკვაპარკის მთავარი პრიორიტეტია.
თანამდევროვე ადამიანს მუდმივად აქვს სტრესი და დაღლილობის შეგრძნება, მნიშვნელოვანია რომ სასიცოცხლო ენერგიის აღდგენა მოხდეს ჯანსაღი გზების დახმარებით.
ამ სტატიაში გაგაცნობთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს დასვენებისთვის სარელაქსაციო აუზს.
სამყარო ხუთი ელემენტისგან შედგება: წყალი, მიწა, ჰაერი, ცეცხლი და სივრცე (ეთერი). ამ ელემენტებთან ურთიერთობის სახე და სიხშირე განაპირობებს ადამიანის ჯანმრთელობას. სხეულის 70% წყლისგან შედგება, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანისთვის წყალი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ამ პოსტში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა როლი აქვს წყალს ჯანმრთელობის გაუმჯობესების საქმეში.
წყალთან შეხება ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
· სხეულის მოდუნება
· სტრესისგან განთავისუფლება
· დაღლილობის მოხსნა
სარელაქსაციო აუზი არის სხვადასხვა ჰიდრომასაჟორით აღჭურვილი უჟანგავი ფოლადის აუზი. ჰიდრომასაჟორები ხელს უწყობს: სხეულის კორექციის პროცედურას, კისრის არეში ტკივილის მოხსნას, განტვირთვასა და ახალი ენერგიით დამუხტვას,
წყლის ჭავლის ცვალებადი ეფექტების საშუალებით თქვენი სხეული დუნდება და სრულფასოვნად ისვენებთ.
აუზის ორივე მხარეს განთავსებულია წყალქვეშა სავარძლები, რომლებიც ჰიდრომასაჟორებით ჯაკუზის ეფექტს იძლევა
სარელაქსაციო აუზი არის სხვადასხვა ჰიდრომასაჟორით აღჭურვილი უჟანგავი ფოლადის აუზი. ჰიდრომასაჟორები ხელს უწყობს: სხეულის კორექციის პროცედურას, კისრის არეში ტკივილის მოხსნას, განტვირთვასა და ახალი ენერგიით დამუხტვას;
გახსოვდეთ დასვენებული ადამიანი მეტად პროდუქტიულია და ჯინო აკვაპარკში ვიზიტორისთვის საუკეთესო ატმოსფეროს შექმნა ჩვენი ყოველდღიური ვალდებულებაა.
ზაფხულის დღეებში ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა თქვენთვის განახლებული და იდეალური გარემოს შესაქმლენად.
სარელაქსაციო აუზი აღჭურვილია მრავალი სახის წყლის ატრაქციით.
წყლის ჭავლის ცვალებადი ეფექტების საშუალებით თქვენი სხეული დუნდება და სრულფასოვნად ისვენებთ.
აუზის ორივე მხარეს განთავსებულია წყალქვეშა სავარძლები, რომლებიც ჰიდრომასაჟორებით ჯაკუზის ეფექტს იძლევა
შემოდგომის სეზონის საუკეთესო წუთები შეგიძლიათ გაატაროთ ჩვენთან ერთად!
ეს ჯინოა-თქვენი კურორტი თბილისში
Company Description
Gino Paradise is a multifunctional complex located in Tbilisi, offering a grand aquapark, a unique relaxation wellness center, a fitness hall, and catering options. The complex aims to provide distinguished and unforgettable entertainment to customers of all ages. With a four seasons resort concept, Gino Paradise offers enjoyable experiences throughout the year. The aquapark at Gino Paradise is one of the largest water centers in Eastern Europe and the only one in Transcaucasia, featuring various attractions and pools. Additionally, Gino Paradise includes a coastal zone at Tbilisi Sea, complete with amenities for customer comfort.
Role Description
This is a full-time on-site role for a Spa Manager at Gino Paradise in Tbilisi. The Spa Manager will be responsible for overseeing day-to-day operations, ensuring customer satisfaction, providing excellent customer service, providing sales calls and managing the budget. The role involves managing skin care services and treatments, as well as maintaining the overall quality and standards of the spa.
Qualifications
Experience in Spa Management, Customer Satisfaction, and Customer Service
Proficient in Budgeting for spa operations
Knowledge of Skin Care treatments and services
Strong organizational and managerial skills
Excellent interpersonal and communication skills
Ability to work well in a team and lead a team
Certifications or qualifications in Spa Management or related field
სტუმრებს უზომოდ საინტერესო შეხვედრას დაესწრნენ და საჩუქრად სახის მოვლის პროცედურაც მიიღეს.
ვორქშოპის დასრულების შემდეგ კი დღის ბოლომდე სპა ცენტრითა და აკვაპარკით ისიამოვნეს.
შეხვედრამდე გადავწყვიტეთ, რომ “დაოს” თანადამფუძნებელთან, გეშტალტთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAGT) ლიცენზიის მქონე ფსიქოთერაპევტთან, თათია რაზმაძესთან საინტერესო ინტერვიუ ჩაგვეწერა დასვენების მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ:
– თათია, მოგვიყევით, როდის და რა მიზნით შეიქმნა “დაო”?
– “დაოს” შექმნა ოთხი ახალგაზრდა ქალის იდეა იყო, რომლებმაც საკუთარი ძალების და პროფესიონალიზმის გაერთიანება გადაწყვიტეს. ორი ფუნდამენტური ღირებულება რაზეც დაო დგას არის, ერთი მხრივ ფსიქოგანათლების მიმართულებით საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლება და მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისების შეთავაზება, ხოლო, მეორე მხრივ, თანამშრომლებისთვის ღირსეული შრომითი გარემოს შექმნა.
– როდის ხდება დასვენება და განტვირთვა აუცილებელი? – დასვენება და განტვირთვა კულტურის ნაწილია და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს ამ საკითხის მიმართ. ჩვენს რეალობაში დასვენება ხშირად უსაქმურობად აღიქმება, სინამდვილეში, სამსახურისა და ცხოვრების ბალანსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც ჩვენს პროდუქტიულობას დიდწილად განსაზღვრავს. რომ შევაჯამო, დასვენება, განტვირთვა და საკუთარ თავზე ზრუნვა ჰაერივით აუცილებელია, თუ გვსურს, რომ წარმატებულები ვიყოთ ნებისმიერი მიმართულებით.
– როგორ ავსებს ერთმანეთს ფიზიკური და სულიერი რელაქსაცია? – როგორც წესი, ერთმანეთისგან არის გამიჯნული სხეული და ჩვენი ფსიქიკური (თუ გნებავთ, სულიერი) ნაწილი. თითქოს, შესაძლებელია ამ ორის დამოუკიდებლად არსებობა და ფუნქციონირება, მაგრამ ძველი ბერძნები ამბობდნენ, ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულიაო, და არც ცდებოდნენ. სინამდვილეში, ერთადერთი მართებული დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი, მისი ჰოლისტური აღქმაა. შესაბამისად, ჩვენს ფსიქიკაზეც იმდენად ღირს ზრუნვა, რამდენადაც ჩვენს სხეულზე და პირიქით. იდეალური დასვენება გულისხმობს, როგორც ემოციურ, ისე ფიზიკურ განტვირთვას.
– მართლა შესაძლებელია საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში ყოფნა? და თუ კი, რამდენად გრძელი გზის გავლაა საჭირო? – შესაძლებელია და დარწმუნებული ვარ, იმაზე მეტ ადამიანს აქვს გამოცდილი ეგ მდგომარეობა, ვიდრე წარმოგვიდგენია. უბრალოდ, აქ ორი ფაქტორი იჩენს თავს: ერთი ის, რომ კარგად ყოფნის და ჰარმონიის შემჩნევა უფრო გვიჭირს, ვიდრე ცუდად ყოფნის და მეორე – მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მუდმივად განგრძობითი მდგომარეობაა. მთავარია, წამის, იმ მომენტის დაჭერა შევძლოთ, როცა სიმშვიდე და ჰარმონია მოდის. ეს კი საკუთარ თავზე დაკვირვებისა და ზრუნვის გარეშე შეუძლებელია. დრო ჭირდება საკუთარი თავის, სხეულის, სულისა და ემოციური მდგომარეობის შეცნობას. სწორედ ამაში გვეხმარება დასვენებისთვის დროის გამოყოფა.
– რა შემთხვევაში აძლევთ პაციენტებს სპა სივრცის გამოყენების, თავის მოვლის პროცედურების ჩატარებისა და მასაჟით სარგებლობის რეკომენდაციას? – ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია Gino Paradise – ის მსგავსი სივრცეების არსებობა, იმისთვის რომ განტვირთვა, რელაქსაცია და დასვენება კულტურის ნაწილად იქცეს, ისე როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია, სადაც შრომის ფასიც იციან (“დრო ფულიას” პრინციპი) და საკუთარ თავზეც ზრუნვის ფასიც (“შაბათ-კვირა ჩემია”). გულწრფელად გეტყვით, არასდროს ვაკონკრეტებთ ასე სპა, მასაჟი, ცურვა და ა.შ. მაგრამ ე.წ. Self care პროცედურები, რომელიც ყოველივე ჩამოთვლილს მოიცავს, პირველივე შეხვედრაზე ჟღერდება, როგორც წესი.
– რა რჩევას მისცემდით ადამიანს, რომელსაც ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა და შესაბამისად, მცირე დრო აქვა საკუთარი თავისთვის? – როგორც აღვნიშნე დროის დაბალანსება მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ დასვენების დრო მცირეა, მით უფრო ყურადღებით უნდა შევარჩიოთ დასვენების აქტივობა. დასვენების ერთადერთ ფორმად არ უნდა განიხილებოდეს “არაფრის კეთება”, პირიქით, მაგ მცირე დროში საკუთარი თავისთვის რამე ღირებულის გაკეთება ღირს სწორედ, მაგალითად თავს უფლება მივცეთ და სარელაქსაციო მასაჟით დავაჯილდოოთ გაწეული შრომისთვის, ან სპა პროცედურებით გავანებივროთ. აუზი და წყალი, ხომ მთლად სასიცოცხლო ენერგიის წყაროა (ეს ბოლო, სუბიექტურად, ასეა ჩემთვის). მოკლედ, ყველას შეუძლია საკუთარი მცირე სამოთხე შეიქმნას და პატარ-პატარა ბედნიერებები აჩუქოს საკუთარ თავს.
სტუმრებს უზომოდ საინტერესო შეხვედრა და საჩუქრად სახის მოვლის პროცედურა ელით.
ვორქშოპის დასრულების შემდეგ კი დღის ბოლომდე სპა ცენტრითა და აკვაპარკით ისიამოვნებენ.

Gino-ს ცურვის აკადემია ბრუნდება!
ძალიან მალე Gino – ს ცურვის აკადემია მოსწავლეების მიღებას განაახლებს.
მინიმალური ასაკი 4 წლიდან განისაზღვრება. უახლოეს დღეებში კი დეტალურ ინფორმაციას გაგიზიარებთ განრიგთან და ღირებულებასთან დაკავშირებით.
მანამდე კი, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი პროფესიონალთა რეკომენდაციებს იმის თაობაზე, თუ რატომ არის აუცილებელი ცურვა ბავშვებისთვის:
✔ ცურვა აძლიერებს გულსა და ფილტვებს, ასევე მკლავის, ფეხის და კისრის კუნთებს
✔ წყალში ჩახტომა და ჩახშობა ასტიმულირებს ვესტიბულურ სისტემას, ხელს უწყობს წონასწორობას
✔ დადასტურებულია, რომ ბავშვის ცურვა ეხმარება პატარას კვებისა და ძილის რეჟიმის დაცვაში.
✔ ცურვა ეხმარება ბავშვებს კუნთების უსაფრთხოდ განვითარებაში.
✔ ცურვა დაბალი ზემოქმედების სპორტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვებს აქვთ სახსრების ან ძვლების დაზიანების გაცილებით ნაკლები შანსი, ვიდრე სხვა სპორტის დროს.
✔ გარდა ამისა, ადამიანებს შეუძლიათ უფრო დიდხანს ივარჯიშონ წყალში, ვიდრე ხმელეთზე კუნთების ან სახსრების ტკივილის გარეშე.