ჯინო აკვაპარკი ვიზიტორებს ყოველთვის ანებივრებს სასიამოვნო სიახლეებით, ოთხივე სეზონზე თემატური ღონისძიებებით და ტრადიციულად რელაქსაციისთვის აუცილებელ ატმოსფეროს.
თებერვალი სიყვარული თვესთან ასოცირდება, 14 თებერვალი ვალენტინობაა და აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
ამ დღესთან დაკავშირებით ადამიანები განსაკუთრებით ემზადებიან, სურთ სასურველ ადამიანებს განსაკუთრებული დღე აჩუქონ, სწორედ ამიტომ 14,15, 16 თებერვალს ჯინოში განსაკუთრებული დღეები გელით.
ვალენტინობა სპა და ველნეს ცენტრში
სპა და ველნესით სარგებლობა
მასაჟი 2 სტუმარზე
ვალენტინობის ვახშამი თემატური პერფორმანსით
ჭიქა ღვინო თითოეულ სტუმარზე
რომანტიული ატმოსფერი
მთელი თვის განმავლობაში ჩვენი პროფესიონალი ბარმენები love cocktails მოამზადებენ.
სუსხიან ზამთარში თბილი ატმოსფერო, რელაქსაცია თქვენი სხეულისთვის გარანტიაა პროდუქტიულობის
ეს ჯინოა! თქვენი კურორტი თბილისში
აჩუქეთ ბავშვებს დიდი სიხარული!
15 დეკემბრიდან- 7 იანვრის ჩათვლით! 17:00-დან 18:00-მდე
შემოსვლის ფასს ემატება პროგრამის ღირებულება 20 ლარი, ასევე საჩუქარი ყველა ბავშვს, სადაც შედის დაბადების დღის ერთჯერადი, 1 წლის ვადით -20% ფასდაკლების ვაუჩერი ჯინო ჯუნიორისგან და საახალწლო ნუგბარი
საახალწლო ზღაპარი “ყინულის დედოფალი ხმელეთზე”
ლაზერის ფიფქები
ფოიერვერკი
ჯინო კლაუსი
ქაფი ფართი სარელაქსაციო აუზზე 18:30 საათზე
2024 წლის 3 დეკემბერს მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე “სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების” სასწავლო კურსის ჩარჩოში ჩატარდა ლექცია თემაზე: “ადამიანური რესურსების შერჩევა და შრომითი ურთიერთობის დამყარება”.
ლექციას უძღვებოდა შპს “ჯინო პარკის” აკვაპარკის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ცოტნე ჯამბურია, რომელმაც სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გაუზიარა ინფორმაცია ჯინო ჰოლდინგის და აკვაპარკის საქმიანობის შესახებ. მან კომპანიის მაგალითზე ისაუბრა კომპანიის მენეჯმენტზე, სტრუქტურასა და ადამიანური რესურსების მართვის თავისებურებებზე; ეს, თავის მხრივ, გულისხმობს ხელმძღვანელობას, ლიდერობას, ინიციატივებს, მხარდაჭერასა და იურიდიულ საკითხებს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ საკითხს, რაც უკავშირდება ორგანიზაციის თანამშრომლებს, მათ კარიერულ წინსვლასა თუ მოტივაციას.
ლექცია ინტერაქციულ რჟიმში წარიმართა და სტუმარმა სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს შინაარსიანი და არგუმენტირებული პასუხები გასცა.
ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ნოე ხოზრევანიძემ აღნიშნა: “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და შპს “ჯინო პარკის” თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომლისკენაც პირველი ნაბიჯი დღეს გადაიდგა. კომპანიასთან თანამშრომლობის გაღრმავება, ვფქრობთ, სტრატეგიულად ორმხრივად საინტერესოა. ფაკულტეტი გამოთქვამს მზაობას, რომ კომპანიასტან გაფორმებულ იქნას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მთის “მდგრადი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის” საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საშუალებას მისცემს აიმაღლონ პრაქტიკული უნარები; მემორანდუმი, გარკვეულწილად, დაეხმარება კომპანიას კადრების მოზიდვასა და შერჩევაში; მხარეებთან შეთანხმებით, ასევე, დაიგეგმება პრაქტიკული გასვლა აკვაპარკის ტერიტორიაზე”.
ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ და “სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების” სასწავლო კურსის ლექტორმა, ასოც. პროფესორმა თამარ ქობლიანიძემ დღევანდელი შეხვედრისთის მადლობა გადაუხადა ბატონ ცოტნე ჯამბურიას და დამსწრე საზოგადოებას. მსგავსი სახის შეხვედრები ბიზნესის სფეროს წარმნომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდება.
ჯინო აკვაპარკს უნიკალური დაბადების დღის ცენტრი აქვს, რომელიც მოიცავს წყლის თამაშების პროგრამას, მხიარულ ანიმატორებს, ფოტო და ვიდეო გადაღებას, ტორტის ჩაქრობის ცერემონიას. როგორც იუბილარს, ისე მის სტუმრებს შეუძლიათ მთელი დღე გაატარონ აკვაპარკში.
ჩვენი გუნდი მუდმივად ფიქრობს სიახლეებზე ვიზიტორებისთვის, სწორედ ამიტომ 2 ახალი პროგრამა შევიმუშავეთ:
საიდუმლო კუნძული ჯინო ჯუნიორისგან, მეკობრის პროგრამა, რომელიც დაბადების დღეს დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს. დაბადების დღის მთავარი დეტალი იუბილარის ტორტია, სწორედ ტორტის გადასარჩენად ყველა სტუმარი ერთვება თავგადასავალში მეკობრის წინააღმდეგ.
გახდი ზღაპრის მთავარი გმირი და დაამარხცე შენს მეგობრებთან ერთად მეკობრე.
დაბადების დღე, რომელიც საოცარ თავგადასავალში გამოგზაურებთ! უამრავი ემოცია და სპეციალურად თქვენთვის შექმნილი ახალი პროგრამა!
არიელი ჯინო ჯუნიორისგან, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ ზღაპრული თავგადასავალის მონაწილე გახდეთ.
იუბილარს ტორტს არიელი მიართმევს !
ჯინო ჯუნიორში ყველა იუბილარი ზღაპრული თავგადასავლის მონაწილე ხდება. დადებითი ემოციების ძალაზე თანამედროვე მედიცინა ბევრს საუბრობს, სწორედ ამიტომ ჩვენი გუნდის მთავარი ფოკუსი ბედნიერი ემოციების დაგროვებაა, ბავშვებისთვის შესაბამისი ატმოსფეროს შექმნას კი ჩვენ გპირდებით.
სლოვაკ და უცხოელ ტურისტებს შორის სტაბილურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება ისტორიის გაცნობასთან დაკავშირებული მოგზაურობა. სწორედ რეზიდენცია ორლოვეს (Orlové) ახასიათებს დასვენების, შესანიშნავი გასტრონომიის, ისევე როგორც ისტორიის სრულყოფილი კავშირი, რომელიც დროში ბრუნდება უკან მარია ტერეზიას პერიოდამდე. თავისი აღჭურვილობით, ადგილმდებარეობითა და მომსახურებებით იგი წარმოადგენს იდეალურ ადგილს არამხოლოდ რელაქსაციისთვის, არამედ ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის, ქორწილებისთვის ან კონფერენციებისთვის.
რეზიდენცია ორლოვეს (Orlové), რომელიც მდებარეობს პოვაჟსკა ბისტრიცაში, ისტორიის აღრიცხვა დაიწყო მე-17 საუკუნეში, როდესაც ის ააშენეს ბალაშებმა (Balašovci), როგორც ერთსართულიანი ბეღელი. რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე მომდევნო საუკუნეში, მასშტაბური რეკონსტრუქციისა და გადაკეთების შედეგად იგი გაფართოვდა ამჟამინდელ სახემდე და მას დაემატა უნიკალური გვიანი ბაროკოს სტილის წმინდა იან ნეპომუკელის (Ján Nepomucký) კაპელა.
რეზიდენცია ორლოვე (Orlové)
დროთა განმავლობაში ისტორიული შენობა აღმოჩნდა ჯერ თავადის ქალ შარლოტა მაილატოვას (Šarlota Majlátová), ხოლო შემდეგ იან კუბელიკის (Ján Kubelík) – ცნობილი ჩეხი კომპოზიტორისა და მევიოლინე ვირტუოზის ხელში. თუმცა მოგვიანებით რეზიდენცია გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში, დრომ მას დაამჩნია თავისი კვალი და ნგრევა დაიწყო. როდესაც ნოდარი გიორგაძემ (Nodari Giorgadze), კომპანიის ჯინო ჰოლდინგი (GINO Holding) მფლობელმა, შეძლო შეეძინა მიწის ნაკვეთი რეზიდენციით, მიიღო გადაწყვეტილება წასულიყო რთული რეკონსტრუქციის გზით და ამგვარად შეენახა ისტორია მომავალი თაობებისთვისაც. შენობა შეინარჩუნა და მას შემდეგ რეზიდენცია ორლოვე (Orlové) წარმოადგენს სასტუმროს ჯინო პარკ პალასის**** (Gino Park Palace****) ადგილსამყოფელს, რომელიც მოიცავს დაბინავებას, რესტორანს, ყავახანას, დარბაზებს, ველნეს და ფიტნესცენტრს, ისევე როგორც უკვე ხსენებულ კაპელასა და პარკს. კლიენტებს ამგვარად სთავაზოვენ პირველი კლასის მომსახურებას, ჩინებულ გასტრონომიასა და დაუვიწყარ შთაბეჭდლებებს. ამ ადგილს ეძებენ არამხოლოდ ისტორიის მოყვარულები, შეყვარებული წყვილები, არამედ ასევე დასასვენებლად მოსული ოჯახები ბავშვებით. არატრადიციული ისტორიული სივრცე საინტერესოა პირველ რიგში საქმიანი წამოწყებების ორგანიზატორებისა და მეწარმეებისთვის, რომლებსაც უკვე მობეზრებული აქვთ კლასიკური საკონგრესო დარბაზები. რეზიდენციაში ორლოვე (Orlové) ღონისძიებებს ისტორიული ფუფუნების ელფერი აქვთ თეთრხელთათმანიანი მომსახურე პერსონალით, გემრიელი სამზარეულოთი და ჩინებული მომსახურებით.
რეზიდენცია ორლოვე (Orlové)
გადარჩენილი განძი D1 გზატკეცილის გადასასვლელიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი აშორებს სტუმრებს პოვაჟსკა ბისტრიცეს და ამ შეუდარებელი ადგილის მონახულებას, რომელიც შორეული წარსულით სუნთქავს. ისტორიას ყურადღება ექცეოდა ასევე საკუთრივ რეკონსტრუქციის დროს, რომელიც ექვემდებარებოდა ძეგლთა (დაცვის) სამსახურის (Pamiatkový úrad) მკაცრ კონტროლს. ამან მოიტანა, მაგალითად, რეზიდენციის ცალკეული ნაწილების შეფერილობის ცვლილება. რეზიდენცია ორლოვე (Orlové) წარმოადგენს ჩინებულ ადგილს დასასვენებლად, კერძო ღონისძიებებისთვის, ისევე, როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, რომლებსაც ადგილობრივი ატმოსფერო განსაკუთრებულობას სძენს. კაპელის სივრცეში ჭერზე, ოქროს ფურცლების გარდა, ასევე გამოვლინდა თავდაპირველი მუქი წითელი ფერი, რომელმაც შეცვალა ამ უნიკალური სივრცის ლურჯი ფერი, რომელსაც აქვს, როგორც ერთიან რეზიდენციაში, ორი სართულის სიმაღლე. დღეისათვის დამთვალიერებლებს შეუძლიათ კაპელაში დაათვალიერონ ძვირფასი საგნები და დიდი ისტორიული ღირებულების მქონე ნახატები, ორღანი მე-19 საუკუნიდან, ისევე, როგორც მთავარი და გვერდითა საკურთხევლის სახელოვნებო გაფორმება. ყოველ შაბათს აქ სრულდება საჯარო წირვა და ხშირად შეხვდებით ახალდაქორწინებულებსაც, რომლებმაც გადაწყვიტეს სწორედ აქ დაედოთ ფიცი და სარგებლობენ ცერემონიის გამართვის პრივილეგიით იმავე ადგილას, სადაც მთელი საქორწილო ბანკეტი ეწყობა.
მოწიწებით ისტორიის მიმართ მაგრამ თუ გავიხედავთ თავად რეზიდენცია ორლოვეს (Orlové) კედლებს მიღმა, რომელიც, მართალია, ფუნქციონირებს, როგორც სასტუმრო დაწესებულება, თუმცა ისტორიის სული მისგან იგრძნობა ყოველ ნაბიჯზე. რეკონსტრუქცია ხორციელდებოდა დევიზით, რომ სასტუმრო მორგებულიყო რეზიდენციაზე და არა რეზიდენცია სასტუმროზე. ყოველ ოთახს განსხვავებული ზომა აქვს, რადგანაც რეკონსტრუქციისას ყურადღება ექცეოდა რეზიდენციის თავდაპირველი სივრცეების ზომების შენარჩუნებას. ამის წყალობით აქ შეგიძლიათ იპოვოთ სხვადასხვა სტანდარტებისა და სტილის ოთახები დიდებული საპრეზიდენტო აპარტამენტებიდან ისტორიული ”დე ლუქს” ოთახებით რუსტიკალური (სოფლური) სტილის კლასიკურ ოთახებამდე გამოკვეთილი ხის ძელებით. ეს ანიჭებს რეზიდენციას განსაკუთრებულობას და მეტიც, ძალზე მოთხოვნადად, რასაც ასევე ადასტურებს მომატებული ინტერესი სტუმრების მხრიდან უკანასკნელ წლებში.
რეზიდენცია ორლოვე (Orlové)
რეზიდენცია სტუმრებს აძლევს ფაქტობრივ არჩევანს – იმის მიუხედავად, გირჩევნიათ სამეფო კომფორტი მაღალი ჭერებით, მანსარდის ოთახები თუ ოთახები პარკზე ხედით, ერთი რამ ნათელია: თქვენ გელოდებათ სრულყოფილი კომფორტი, რის წყალობითაც სრულიად განსხვავებულად იგრძნობთ თავს. 47 კომფორტულ ოთახში დაბინავების გარდა, სასტუმრო სთავაზობს ვიზიტორებს დასვენებას მყუდრო ველნესცენტრში. ისტორიულ ელფერს მას ანიჭებს აგურის კამარები, სრულყოფილ რელაქსაციას უზრუნველყოფს სამი საუნა, გრიგალური აბაზანა, შეზლონგები და კნაიპის აბაზანა სისხლის მიმოქცევის გასაძლიერებლად. სასტუმროს სივრცეებში აქტივობებითაც არ მოიწყენთ, სტუმრებს შეუძლიათ ითმაშონ ბილიარდი სანადირო დარბაზში, მაგიდის ჩოგბურთი, ჩაუჯდნენ ჩინებულ კერძებს ან ახალ დესერტებს ანდა ამოხსნან ინტერაქციული ისტორიული დაშიფრული თამაშის გამოცანა, რომელიც თქვენ გაგასეირნებთ რეზიდენციის კუნჭულებში. უზადო ადგილი ქორწილისთვის ან საფირმო ღონისძიებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებები იმსახურებენ განსაკუთრებულ გარემოს და სულერთია, ეს ეხება საოჯახო დღესასწაულს, ქორწილს თუ საუცხოო საფირმო საღამოს წვეულებას. რეზიდენცია ორლოვეს (Orlové) უპირატესობა არის რეპრეზენტაბელური სივრცე, ასამდე სტუმრის განთავსების, ისევე როგორც რესტორანში მომსახურების შესაძლებლობა. „ყველა შემთხვევას ვუდგებით ინდივიდუალურად და კლიენტის მოთხოვნებზე მორგებით. სპეციფიკურია, რა თქმა უნდა, ქორწილები, როდესაც ყველაფერი უნდა იყოს უნაკლო, ზუსტად ახალდაქორწინებულების წარმოდგენების შესაბამისად. წლების განმავლობაში ჩვენ უთვალავი რაოდენობით აქცია გვაქვს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვსპეციალიზირდებით ქორწინებებისა და ღონისძიებების მოწყობაზე, რისთვისაც მივიღეთ „ევროპის ისტორიული სასტუმროები – ქორწილის ისტორიული გამოცდილების“ შეფასება (Historic Hotels of Europe – Historic wedding experience)“ ამბობს ბიზნესისა & განვითარების მენეჯერი ელისაბეთ შილჰანოვა (Elizabeth Šilhanová).
რეზიდენცია ორლოვე (Orlové)
ხსენებული ქორწილებისა და დღესასწაულების გარდა, რეზიდენციაში პოპულარულია აგრეთვე თიმბილდინგები, რომელთა ფარგლებშიც სტუმრებს შეუძლიათ ქართული ღვინოებისა და ბრენდების დეგუსტაცია, რეზიდენციის დათვალიერება, სადეგუსტაციო ვახშამი, გაერთონ ცოცხალი მუსიკით ან კიდევაც მოისმინონ საორღანო კონცერტი. გასტრონომიული შთაბეჭდილებები ასევე ცალსახად აღნიშვნის ღირსია სასტუმროს ბრწყინვალე საავტორო სამზარეულო შეფ-მზარეული მატეი გაშპიერიკის (Matej Gašpierik) ხელმძღვანელობით, რომელსაც სტუმრებისთვის მოაქვს ახალი გურმანული შთაბეჭდილებები. რომლებსაც ნამდვილად მიეკუთვნება ისინიც, რომლებიც შეგიძლიათ მიიღოთ მდიდარი გასტროპროგრამის დროს, რომელიც ხელმისაწვდომია არამხოლოდ სასტუმროში დაბინავებულთათვის, არამედ ასევე ფართო საზოგადოებისთვის. პოპულარულ აქციებს მიეკუთვნება სადეგუსტაციო ვახშმები ან სპეციალური მენიუ დაკავშირებული სხვადასხვა სადღესასწაულო პერიოდებთან, როგორიცაა აღდგომა, ვალენტინობა ან ახალი წელი. „ჩვენი სტუმრებისთვის ყოველთვის სიამოვნებით ვამზადებთ რამე ახალსა და არატრადიციულს. ოქტომბერში ჩვენ გველოდება გასტრონომიული შთაბეჭდლებების ვორკშოპი „სუსნია ენა“ (Mlsný jazýček) რეზიდენციის შეფ-მზარეულთან. დეკემბერში კვლავ სიხარულით ველით საშობაო საჩუქრების დარიგებას, რომელიც იქნება დაკავშირებული საშობაო ბაზართად, მუსიკასა და დელიკატესებთან, რომლებიც სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ პირდაპირ რეზიდენციის ეზოში“ უახლოესი პერიოდის გეგმების შესახებ საუბრობს ელისაბეთ შილჰანოვა (Elizabeth Šilhanová). „ამ ღონისძიებების დროს ჩვენ მივესალმებით სტუმრებს, რომლებსაც სურთ დაბინავება, ისევე როგორც საზოგადოებას მიმდებარე ტერიტორიიდან ან სლოვაკეთის ყველა კუთხიდან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ სასტუმრო, რეზიდენცია და მისი პარკი მუდმივად ღიაა საზოგადოებისთვის, კერძო აქციების გარდა, როგორიცაა ქორწილები.“
რეზიდენცია ორლოვე (Orlové)
დაისვენეთ პარკში და გაიცანით გარემო რეზიდენცია ორლოვეში (Orlové) სტუმრები სიამოვნებით დაიკარგებიან არამხოლოდ დროში, არამედ ულამაზეს პარკშიც, რომელიც არსებობს მე-18 საუკუნიდან, აღმოაჩენენ იმ ისტორიულ ცაცხვის ხეივანს, რომელიც ბალაშებმა (Balašovci) დაარგვევინეს, ისევე, როგორც ბევრ სხვა იშვიათ ისტორიულ ხესა და ხის ჯიშებს. პარკი წარმოადგენს მრავალი ჯიშის ფრინველისა და ცხოველის სახლს უამრავი სასეირნო ბილიკით და ჩუმ კუნჭულებში შეიძლება ნახოთ ციყვები, ისევე, როგორც თავისუფლად მცხოვრები შვლები. თუმცა დასვენება არ არის ერთადერთი, რითაც შეიძლება დატკბნენ აქ დაბინავებული სტუმრები. უფრო აქტიურებიც იპოვნიან რამეს თავისთვის. სტუმრებისთვის სასტუმროში ეწყობა სამეცნიერო ექსკურსიები არემარეში პროფესიონალ გიდთან ერთად. შესაძლებელია ასევე პოვაჟსკი ჰრადის დათვალიერება ან სულოვის კლდეების (Súľovské skaly) ანდა მანინის ვიწრობის (Manínska tiesňava) ხიბლის აღმოჩენა. ვისაც უყვარს გარემოს შეცნობა ველოსიპედიდან, მათ განკარგულებაშია ველოსიპედები პირდაპირ სასტუმროში. საველოსიპედე ტრასები ზემო პოვაჟში ყველა თანრიგის ველოსიპედისტისთვის არის, აქ დამწყებებიც იპოვნიან სათავისოს. შეუძლიათ, მაგალითად, ისარგებლონ მოკრძალებული საველოსიპედო ტურით პოვაჟსკა ბისტრიცადან, რომელიც მათ გაატარებს მანინის ვიწრობის (Manínska tiesňava) ბუნებრივ ნაკრძალზე.
წინამდებარე სტატია არის ბრენდვოისი (BrandVoice), კომერციული მასალა შედგენილი კლიენტის ფორბს ბრენდ ლების (Forbes BRANDlab) გუნდთან თანამშრომლობით.
ნუტრიციოლოგ-დიეტოლოგი ნატალია გოგავა ჯინო ველნესი და სპა ამბასადორია, რომელიც ჯინო ველნესი და სპა ცენტრთან ერთად წარმოდგიდგენთ ახალ პროექტს: ექსელენთ ქალთა კლუბი, რომელიც მიზნად ისახავს ქალების მენტალური და სულიერი გაჯანსაღებისთვის შექმნას კურსი, რომელიც მოიცავს სწორ კვებას, მენტალურ და ფიზიკურ ბალანსს.
ჯგუფების შედგენა დაიწყება 25 ნოემბრიდან 2 დეკებრის ჩათვლით.
გთავაზობთ ინტერვიუს ნატალია გოგავასთან:
-ნატალია, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი?
“მთავარი არსი ჯანსაღი ცხოვრების წესის არის ჩვენი ჯანმრთელობის დაცვა და პრევენცია, რომელიც ყოველთვის ბევრად უფრო მარტივია და იაფი, ვიდრე ჩამოყალიბებული დაავადებების მკურნალობა. ამისთვის მნიშვნელოვანია სწორი კვება, ფიზიკური აკვიტობა, არსებული დეფიციტების აღდგენა და რეჟიმი.
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია თავისი ასაკით, სქესით, ცხოვრების წესით, პროფესიით, და ა.შ. შესაბამისად, მიდგომაც არის ინდივიდუალური.”
-რამდენად მნიშვნელოვანია სტრესის პრევენცია?
სტრესი, მწვავე იქნება თუ ქრონიკული, ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე, გარეგნობაზე და ბიოლოგიურ ასაკზე. სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში სტრესისგან სრული იზოლაცია წარმოუდგენელია, ამიტომ მთავარია ვისწავლოთ მისი მართვა და ადეკვატური რეაგირება. სრულყოფილი დასვენება და სასიცოცხლო ძალების აღდენა განტვირთულ და დასვენებულ ორგანიზმს შეუძლია, სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ პროექტი ექსელენთ ქალთა კლუბი, რომელიც ქალებს დაეხმარება კომპლექსურად დაუთმონ დრო საკუთარ თავზე ზრუნვას, რაც მოიაზრებს ველნეს სერვისებს, მედიტაციას, ჯანსაღ კვებას და პოზიტიური აზროვნების გამომუშავებას. კურსზე რეგისტრაციის შემდეგ თქვენ ინდივიდუალური კონსულტაცია ჩაგიტარდებათ, რომ შევისწავლოთ თქვენი ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის აუცილებელი პირობები. ექსლენთის სივრცე პრემიურ კლასის სივრცეა, რომელიც ქალებს საუკეთესო ატმოსფეროს შეუქმნის კურსის მანძილზე.
სივრცე, რომელიც უნიკალური პროდუქტებითა და სერვისით გამოირჩევა.
სივრცეში განთავსებულია:
➤ ლუდის აბაზანა, რომელიც ივსება თბილი ლუდის ექსტრაქტით და იქვე მოედინება სტუმრებისთვის ცივი ლუდი;
➤ კლეოპატრას ოქროს აბაზანები: 24 კარატიანი ოქროთი მოპირკეთებული აბაზანები თბება და ივსება რძის, ყვავილებისა და ღვინის ექსტრაქტით;
➤ ამავე სივრცეშია მოსასვენებელი ოთახი გამთბარი ქვის სავარძლებით, სენსორული ვირპული ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერისა და წყლის ჭავლის მასაჟორებით. ფინური, ორთქლისა და მცენარეული საუნები, საშხაპეები სხვადასხვა ეფექტის ატრაქციით.
➤ ექსელენთშია განთავსებული ყინულის ოთახი თოვლცვენის ეფექტით. ეს არის ამიერკავკასიაში უნიკალური კრიო საუნა. სიცივის ზემოქმედების შედეგად ორგანიზმი განიცდის სტრესს, რის გამოც სისხლძარღვები ვიწროვდება. სტრესის შედეგად ხდება დიდი რაოდენობით სისხლის შინაგანი ორგანოებისთვის მიწოდება და უკვე განახლებული სისხლის ნაკადი გამოდის პერიფერიაზე. ჯამში: უმჯობესდება კანის სტრუქტურა და უჯრედები, ამის გარდა აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა. კრიო საუნაში გატარებული დრო ეხმარება ორგანიზმს გამოყოს დიდი რაოდენობით ენდორფინები. (ენდორფინი – ბედნიერების ჰორმონი.
კურსის მანძილზე ყველა მონაწილეს განტვირთვისთვის საუკეთესო საშუალება პრემიუმ კლასის მასაჟის შესაძლებლობაც ექნებათ. ახალი წლის დადგომას კლუბის წევრები ახალი ენერგიით და პოზიტიური აზროვნებით შევხვდებით
– რა რჩევას მისცემთ ქალებს?
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ყველაზე დიდ ბედნიერებას მანიჭებს კმაყოფილი პაციენტი, რომელსაც გარდა სასურველ წონაზე დადგომისა შესაძლებლობა აქვს რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოისწოროს,
ჩემი პრინციპია – კვება და დანიშნულება, რომელსაც ვუდგენ იყოს არსებული დაავადებების, სხვადასხვა ნივთიერების დეფიციტების აღმდგენი და შესაბამისი. რაც მთავარია, მუდმივად ვზრუნავ რომ ეს პროცესი ნაკლებად სტრესული იყოს.
მნიშვნელოვანი ფაქტორია სტრესის პრევენციაზე და კანზე ზრუნვა რისთვისაც ველნესი და სპა საუკეთესო საშუალებაა.
ქალებს პირველ რიგში ვურჩევ რომ საკუთარ თავს დაუთმონ დრო, ბედნიერ ქალს ირგვლივ ყველას გაბედნიერება შეუძლია, ამიტომ მთავარია შეისმინონ საკუთარი თავი, იზრუნონ და ხშირად დააჯილდოვონ ისეთი პროცედურებით რაც მათ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ორგანიზმში დადებითი ცვლილებები იწყება თქვენით და მხოლოდ თქვენ შეგწევთ ძალა საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.
მასაჟის ილეთებით ზემოქმედება ხორციელდება ორგანიზმის ყველა ორგანო-სისტემებზე. ჩვენი ორგანიზმის ყველაზე დიდი, მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი ორგანო კანია. ის ერთგვარი ანალიზატორია შინაგანი ორგანოების მდგომარეობის განსაზღვრისა. კანზე არსებული რეფლექტორული ზონებით შესაძლებელია ორგანო-სისტემების დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც. გარდა ამისა, კანის საშუალებით გამოიყოფა ორგანიზმში დაგროვებული დაშლის პროდუქტები, მაგ: აცეტილქოლინი, ადრენალინი. ეს პროცესი კი აქტიურდება კანზე ზემოქმედებისას. ამიტომ მასაჟს, გარდა გამაჯანსაღებელი ეფექტისა, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, ენერგიის აღმდგენი ეფექტი. „FREESTYLE 5 ვარსკვლავით შეფასებული მსოფლიოში აღიარებული მასაჟების კომბინაცია, რომელიც აერთიანებს სამკურნალო მასაჟების სხვადასხვა ნაირსახეობებს, როგორიცაა: ∙შვედური; ∙სპორტული გამაჯანსაღებელი; ∙კლასიკური; ∙ სარელაქსაციო; ∙ლომილომის ილეთებით დატვირთული პროცედურა შესაძლობლობას გაძლევთ სასიცოცხლო ენერგიის აღდგენა მოხდეს ორგანიზმში, გაუმკლავდეთ სტრესს და შფოთვას, რაც მთავარია ჰარმონიაში იყოთ ფიზიკური გონებრივი და სულიერი ზრდისთვის.
ასაკის მატებასთან ერთად უფრო მეტად ვფიქრობთ როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდული იერსახე, იმისათვის რომ კანი მუდმივად იყოს ფორმაში, მასზე ზრუნვა არსებითად მნიშვნელოვანია, ინექციური ჩარევების ალტერნატივად თავამედროვე სამყაროში აქტიურად იყენებენ სახის გამაჯანსაღებელ პროცედურებს რაც გარდა იმისა რომ სახეს საგრძნობლად აახალგაზრდავებს, სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს და კანი მუდმივად საუკეთესო ფორმაშია. აზიაში მიაჩნიათ, რომ კანის დაბერება სისხლის მიმოქცევის შენელების შედეგია. ერთ-ერთი მიზეზი სახის კუნთების ხშირი დაძაბვაა, მაგალითად, სიცილის დროს. როცა სახე გამუდმებით დაძაბულია, ნაოჭები ჩნდება და თანდათან ღრმავდება. მათი გაჩენის თავიდან აცილებასა თუ უკვე არსებულთა შემცირებაში სახის მასაჟი გვეხმარება. ჯინო სპა & ველნესი გთავაზობთ AntiAge და Buccal მასაჟის კურსებს, რომელიც:
* ხელს უწყობს და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას * ადუნებს კუნთებს და ამცირებს დაძაბულობას; * აუმჯობესებს ლიმფის მიმოქცევას, ხელს უშლის შეშუპებას; * აჩქარებს ტოქსინების გამოყოფას; * ზრდის კანის ელასტიკურობას.
ლიმფური კვანძები პასუხს აგებენ ინფექციებთან ბრძოლაზე და ორგანიზმიდან საშიში ნივთიერებების გამოდევნაზე. ადამიანის სხეულში ასზე მეტი ლიმფური კვანძია, მათ შორის ყურების უკან, ყბის ქვეშ, ცხვირ-ხახასა და ლოყას შორის. თუ სწორად გაიკეთებთ ლიმფოდრენაჟულ მასაჟს, კანი მოვა ტონუსში, ხოლო შეშუპებები და შესიებები გაქრება რეკომენდირებული პროცედურაა ბუკალური მასაჟი, მათთვის, ვინც ინექციებს არ იკეთებს, მაგრამ ახალგაზრდობის და სილამაზის შენარჩუნება სურს, მასაჟი საუკეთესო გამოსავალია. ფრანგმა კოსმეტოლოგმა და ბიოქიმიკოსმა ჯოელ სიოკომ, რომელმაც თავის ცხოვრების 35 წელი კოსმეტოლოგიის შესწავლას დაუთმო, სამყაროს უნიკალური სკულპტურულ – ბუკალური მასაჟი აჩუქა. მასაჟის დროს ყველა კუნთი კარგად ხურდება და სახის ქვედა ნაწილი იჭიმება, კანი კი უფრო ელასტიური ხდება.
ჯინო აკვაპარკი მუდმივად ზრუნავს სიახლეებზე და ვიზიტორებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნაზე, შემოდგომის სეზონს განახლებული საბავშვო აუზით ვხვდებით, რომელიც ქალაქში ყველაზე საყვარელი ადგილია ბავშვებისთვის, ასევე გართობის და დადებითი ემოციების გაზიარების საუკეთესო საშუალება.
ბავშვთა წყლის პარკი – დახურული საბავშვო სივრცის ნაწილია, რომლის სიღრმეც 38 სმ-ია, ხოლო წყალი 31-32 გრადუსამდე თბება. წყლის პარკი დატვირთულია სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციებით, როგორც პატარებისთვის, ასევე მშობლებისთვის.
„პოზიტიურად ყოფნა“, არც ისე მარტივია – თუმცა პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებას დრო და მუდმივი პრაქტიკა ესაჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ადამიანს, თითქოს, პოზიტიური აზროვნების უნარი თანდაყოლილად აქვს, კვლევები ადასტურებს, რომ ოპტიმისტური განწყობა ჩვევაა, რომლის გამომუშავებაც შესაძლებელია და მეტად ეფექტურია თუ ამ ჩვევის გამომუშავება ბავშვობიდან ხდება.
ბავშვების და მშობლების განწყობაზე ზრუნვა და მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნა ჯინო აკვაპარკის მთავარი პრიორიტეტია.
დაღლილობა – ეს არის დაქანცულობის, ენერგიის უკმარისობის შეგრძნება. ამასთან ერთად ადამიანს უქვეითდება მოტივაციაც. შესაძლოა, დაღლილობას თანახლდეს ძილიანობა, აპათია – გარშემო მიმდინარე მოვლენებისადმი გულგრილობა.
სამედიცინო განმარტებით, დაღლილობა არის ყოველდღიური ენერგიის ნაკლებობა; გამოფიტულობა, რომელიც გამოძინების შემდეგ არ ქრება. თუ ეს შეგრძნება თვეზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, დაღლილობა მწვავეა, თუ 1-დან 6 თვემდე ან უფრო დიდ ხანს – ქრონიკული. დაღლილობა ხელს უშლის ადამიანის ნორმალურ ფუნქციობას და აქვეითებს მისიცხოვრების ხარისხს.
ხშირად ჩვენ ერთი და იმავე მნიშვნელობით ვიყენებთორ ცნებას: დაღლილობას და სისუსტეს. ეს მთლად მართებული არ არის. დაღლილობა იგივე გამოფიტულობაა, როდესაც ადამიანს ენერგიის ნაკლებობის გამო დასვენების მოთხოვნილება უჩნდება. სისუსტე კი ფიზიკურ დაუძლურებას, კუნთების ძალის ნაკლებობას, უღონობას გულისხმობს. დასუსტებულ ადამიანს ხელების, ფეხების და სხეულისსხვა ნაწილების კუნთების ასამოძრავებლად დამატებითი ძალისხმევა სჭირდება.
როდესაც დაღლილობის მიზეზი დადგენილია, იწყება მკურნალობა და დაღლილობაც მცირდება, მაგრამ ძილის, კვებისა და ფიზიკური აქტიურობის რეჟიმის მოწესრიგება ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა. ამისთვის რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ:
შეეცადეთ, ყოველდღე, უქმე დღეებშიც კი, ერთსა დაიმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ.
საწოლ ოთახში იყოს კომფორტული ტემპერატურა (ძილისთვის კომფორტულად მიიჩნევა 15,5-19,5 გრადუსი).
საწოლ ოთახში იყოს სიბნელე და სიწყნარე.
დაძინებამდე ერთი საათის განმავლობაში მოერიდეთ ეკრანს. გამოსხივება და ხმა ტვინის აქტივობას ასტიმულირებს და გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე.
მოერიდეთ ძილის წინ ჭამას.
ძილის მოახლოებისთანავე შეეცადეთ, ფიზიკურადაც და გონებრივადაც დაისვენოთ. სტრესული და შემაშფოთებელი ფიქრების განთავის დაღწევაში შესაძლოა დაგეხმაროთ თბილიაბაზანა და მშვიდი მუსიკა.