ოქროს თერაპია Gino Paradise – სგან!
“ოქროს ხანა”, “ოქროს წლები”, “ოქროს ხელები” … ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს.
საუკუნეების განმავლობაში ოქროს სხვა კეთილშობილ ლითონებშიც კი გამოარჩევდნენ და ყველაფერი კარგი დღემდე მასთან ასოცირდება.
იგი იყო და არის სიმდიდრისა და ძალაუფლების სიმბოლო.
ალქიმიკოსები ოქროს თვლიდნენ „ლითონთა მეფედ“ და მას მზის სიმბოლოთი აღნიშნავდნენ.
საინტერესოა ისიც, რომ ოქრო არამიწიერი ელემენტია. ის დედამიწის სიღრმიდან კი არა არამედ კოსმოსიდან მოდის. ის იქმნება ვარსკვლავური მტვრისგან, როდესაც მზე სიცოცხლეს ამთავრებს. აღწევს პლანეტამდე და მასში ღრმად იდგამს ფესვებს.
თუ ამ ლითო ს სამედიცინო კუთხით განვიხილავთ, ოქროს ნაერთები შედის რამდენიმე პრეპარატის შემადგენლობაში, რომელიც გამოიყენება მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ (ტუბერკულოზი, რევმატოიდული ართრიტი და ა.შ.)
ოქრო აქტიურად გამოიყენება სტომატოლოგიაშიც.
რატომ ვწერთ ამდენს ოქროზე?
პასუხი მარტივია: თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ Gino Wellness & Spa – ს დატკბეთ ოქროს თერაპიით.
ველნეს ცენტრის შუაგულში 24 კარატიანი ოქროთი მოპირკეთებული სავარძელი დგას, რომელიც დიდებული
მეფის, ალექსანდრე მაკედონელის სახელს ატარებს.
“ექსელენთ სივრცის” სავიზიტო ბარათი კი ასევე ოქროთი მოპირკეთებული კლეოპატრას აბაზანები გახლავთ, სადაც შეგიძლიათ ღვინის, ლუდის, ვარდის ექსტრაქტით შეზავებული აბაზანებით დატკბეთ და თავი მართლაც სამეფო ოჯახის წევრად წარმოიდგინოთ.
გამოიყენეთ ოქროს ენერგია ძალების აღსადგენად, განსატვირთად და სხვადასხვა სამედიცინო დანიშნულებით.
მანამდე, კი დაათვალიერეთ ფოტოები: