Skip to content
Menu

ᲡᲞᲐ & ᲕᲔᲚᲜᲔᲡᲘ

ოქროს თერაპია

ოქროს თერაპია

ჯინოს სპა სივრცეში დაგხვდებათ 24-კარატიანი ოქროთი მოპირკეთებული უნიკალური სავარძელი, რომელიც დიდი მეფის — ალექსანდრე მაკედონელის სახელს ატარებს.

თბილი ოქრო ასტიმულირებს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს, ხელს უწყობს კანის აღდგენას და მას გლუვსა და ელასტიკურს ხდის. ასევე აჩქარებს ჭრილობების შეხორცების პროცესს და დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.

ტემპერატურა: 32–34°C
რეკომენდებული დრო: 2–5 წუთი

სპა

ᲡᲐᲣᲜᲐ  „ᲛᲔᲚᲘᲘᲡ ᲡᲝᲠᲝ“

არომათერაპია და ჰიდროპროცედურა. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის შეშუპებასა და სიმძიმეს.

მცირე ვირპულში შეგიძლიათ ფეხის ჰიდროპროცედურა.

42–44°C | 100% ტენიანობა | დრო: 20 წუთამდე

სპა

ᲛᲐᲠᲘᲚᲘᲡ ᲝᲠᲗᲥᲚᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲐ

იოდიზებული მარილით გამდიდრებული ორთქლი აღადგენს იოდის ბალანსს და სასარგებლოა სასუნთქი გზებისთვის.

45°C | 100% ტენიანობა | დრო: 15 წუთამდე

სპა

ᲛᲪᲔᲜᲐᲠᲔᲣᲚᲘ ᲡᲐᲣᲜᲐ

არომატული ბალახებით რელაქსაცია და თერაპია, ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი და ანტიცელულიტური ეფექტით.

45–55°C | 55–60% ტენიანობა | დრო: 15 წუთამდე 

სპა

ᲘᲜᲤᲠᲐᲬᲘᲗᲔᲚᲘ ᲡᲐᲣᲜᲐ

იაპონური ხის სივრცე ფიტოციდებითა და ინფრაწითელი გამოსხივებით.

აუმჯობესებს სუნთქვას, ამზადებს სხეულს მასაჟისთვის და ხელს უწყობს კორექციასა და კანის სიგლუვეს.

45–50°C | 32–38% ტენიანობა | 10–20 წუთი

სპა

ᲝᲠᲗᲥᲚᲘᲡ ᲠᲝᲛᲐᲣᲚᲘ ᲡᲐᲣᲜᲐ

100%-იანი ორთქლის საუნა,
ინჰალაციის ეფექტით. აძლიერებს იმუნიტეტს, ორგანიზმს ხდის ბრძოლისუნარიანს ვირუსების წინააღმდეგ, ხსნის სასუნთქ გზებს და ასუფთავებს ფილტვებს.

42–44°C | 100% ტენიანობა | 10–25 წუთი

სპა

ᲤᲘᲜᲣᲠᲘ ᲡᲐᲣᲜᲐ

ფინური საუნის ცხელი ჰაერი წმენდს და აახალგაზრდავებს კანს, აუმჯობესებს საერთო ჯანმრთელობას და ეხმარება სხვადასხვა დაავადებისგან თავის დაღწევაში. ის ათავისუფლებს ტოქსინებს, ხელს უწყობს წონაში კლებას, ამცირებს სტრესს და აფუფხვიერებს განწყობას. კანი ხდება უფრო ჯანმრთელი, გლუვი და ლამაზი ტენიანობა: 40% | 95-98˚C | 10 წუთამდე

სპა

ᲤᲔᲮᲘᲡ ᲐᲑᲐᲖᲐᲜᲔᲑᲘ

ცხელი და ცივი წყლის კომბინაციაა, რომელიც ეხმარება კანს და კუნთებს გამკვრივებაში.

არაჩვეულებრივია სისხლძარვებისთვის. ის არეგულირებს სისხლის მიმოქცევას.

სპა

ᲢᲔᲞᲘᲓᲐᲠᲘᲣᲛᲘ

სარელაქსაციო ოთახი, რომელიც ქვის ცხელი სავარძლებითაა აღჭურვილი, გვეხმარება სტრესისგან განთავისუფლებაში.

ამშვიდებს დაძაბულ გონებასა და სხეულს.

ყინულის ბორცვი

ყინულის ბორცვი

საუნიდან გამოსვლის შემდეგ გახურებული სხეულისთვის ყინულის ბორცვი საუკეთესო გამაგრილებელი და გამამხნევებელი საშუალებაა.

იგი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს ტონუსს და ორგანიზმს სწრაფად აბრუნებს ენერგიულ მდგომარეობაში. ეს მცირე, მაგრამ ეფექტური პროცედურა ტოვებს სასიამოვნო სიგრილისა და სისუფთავის შეგრძნებას.