fbpx Skip to content

032 215 85 85
info@ginoaquapark.ge

წესები და პირობები

ზოგადი პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს წესებს და პირობებს. თუ თქვენ შემოხვალთ ვებ გვერდზე და შეიძენთ მომსახურებას, თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას ვებ გვერდის წესებსა და პირობებზე. როდესაც განახორციელებთ შეძენას, თქვენ მიიღებთ ავტომატურ დასტურს იმეილის საშუალებით, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს არ გულისხმობს შეკვეთის დასრულებას.

თუ შეკვეთის გადახდა საბანკო ბარათის საშუალებით წარუმატებელი აღმოჩნდა, შეკვეთა უქმდება და არ აქტიურდება. შეკვეთა ექვემდებარება ოპერატორის მიერ გადამოწმებას. კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს რეგისტრაცია და მომხმარებლის ანგარიში, თუ დაფიქსირდება კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა და არაკეთილსინდისიერი ქმედება. საიტზე მოცემულია ფასები ლარში. ფასები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს კომპანიის მიერ ცალმხრივად.

გთხოვთ, არ გადასცეთ მესამე პირს ჩვენგან მიღებული უნიკალური კოდი და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

დაბრუნების პოლიტიკა

გადახდილი თანხის უკან დაბრუნება ხდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ გამოყენების ვადები. ვადაგასული, მომხმარებლის მიზეზით გამოუყენებელი ვაუჩერის თანხის უკან დაბრუნება არ ხორციელდება.

თანხის დაბრუნება ხდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში მყიდველის საბანკო ანგარიშზე. ვებ გვერდზე ბარათით გადახდილი თანხის დაბრუნება ხორციელდება მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე გადმორიცხვით.