ასაკი მხოლოდ ციფრებია, ახალგაზრდობის საიდუმლო ჯინო ველნესი და სპასგან!
ასაკის მატებასთან ერთად უფრო მეტად ვფიქრობთ როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდული იერსახე, იმისათვის რომ კანი მუდმივად იყოს ფორმაში, მასზე ზრუნვა არსებითად მნიშვნელოვანია, ინექციური ჩარევების ალტერნატივად თავამედროვე სამყაროში აქტიურად იყენებენ სახის გამაჯანსაღებელ პროცედურებს რაც გარდა იმისა რომ სახეს საგრძნობლად აახალგაზრდავებს, სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს და კანი მუდმივად საუკეთესო ფორმაშია.
აზიაში მიაჩნიათ, რომ კანის დაბერება სისხლის მიმოქცევის შენელების შედეგია.
ერთ-ერთი მიზეზი სახის კუნთების ხშირი დაძაბვაა, მაგალითად, სიცილის დროს. როცა სახე გამუდმებით დაძაბულია, ნაოჭები ჩნდება და თანდათან ღრმავდება. მათი გაჩენის თავიდან აცილებასა თუ უკვე არსებულთა შემცირებაში სახის მასაჟი გვეხმარება.
ჯინო სპა & ველნესი გთავაზობთ Anti Age და Buccal მასაჟის კურსებს, რომელიც:
* ხელს უწყობს და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას
* ადუნებს კუნთებს და ამცირებს დაძაბულობას;
* აუმჯობესებს ლიმფის მიმოქცევას, ხელს უშლის შეშუპებას;
* აჩქარებს ტოქსინების გამოყოფას;
* ზრდის კანის ელასტიკურობას.
ლიმფური კვანძები პასუხს აგებენ ინფექციებთან ბრძოლაზე და ორგანიზმიდან საშიში ნივთიერებების გამოდევნაზე. ადამიანის სხეულში ასზე მეტი ლიმფური კვანძია, მათ შორის ყურების უკან, ყბის ქვეშ, ცხვირ-ხახასა და ლოყას შორის. თუ სწორად გაიკეთებთ ლიმფოდრენაჟულ მასაჟს, კანი მოვა ტონუსში, ხოლო შეშუპებები და შესიებები გაქრება რეკომენდირებული პროცედურაა ბუკალური მასაჟი, მათთვის, ვინც ინექციებს არ იკეთებს, მაგრამ ახალგაზრდობის და სილამაზის შენარჩუნება სურს, მასაჟი საუკეთესო გამოსავალია.
ფრანგმა კოსმეტოლოგმა და ბიოქიმიკოსმა ჯოელ სიოკომ, რომელმაც თავის ცხოვრების 35 წელი კოსმეტოლოგიის შესწავლას დაუთმო, სამყაროს უნიკალური სკულპტურულ – ბუკალური მასაჟი აჩუქა. მასაჟის დროს ყველა კუნთი კარგად ხურდება და სახის ქვედა ნაწილი იჭიმება, კანი კი უფრო ელასტიური ხდება.