განახლებული საბავშვო აუზი 10 ოქტომრობრიდან გელოდებათ
ჯინო აკვაპარკი მუდმივად ზრუნავს სიახლეებზე და ვიზიტორებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნაზე, შემოდგომის სეზონს განახლებული საბავშვო აუზით ვხვდებით, რომელიც ქალაქში ყველაზე საყვარელი ადგილია ბავშვებისთვის, ასევე გართობის და დადებითი ემოციების გაზიარების საუკეთესო საშუალება.
ბავშვთა წყლის პარკი – დახურული საბავშვო სივრცის ნაწილია, რომლის სიღრმეც 38 სმ-ია, ხოლო წყალი 31-32 გრადუსამდე თბება. წყლის პარკი დატვირთულია სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციებით, როგორც პატარებისთვის, ასევე მშობლებისთვის.
„პოზიტიურად ყოფნა“, არც ისე მარტივია – თუმცა პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებას დრო და მუდმივი პრაქტიკა ესაჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ადამიანს, თითქოს, პოზიტიური აზროვნების უნარი თანდაყოლილად აქვს, კვლევები ადასტურებს, რომ ოპტიმისტური განწყობა ჩვევაა, რომლის გამომუშავებაც შესაძლებელია და მეტად ეფექტურია თუ ამ ჩვევის გამომუშავება ბავშვობიდან ხდება.
ბავშვების და მშობლების განწყობაზე ზრუნვა და მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნა ჯინო აკვაპარკის მთავარი პრიორიტეტია.