თანამდევროვე ადამიანს მუდმივად აქვს სტრესი და დაღლილობის შეგრძნება, მნიშვნელოვანია რომ სასიცოცხლო ენერგიის აღდგენა მოხდეს ჯანსაღი გზების დახმარებით.
ამ სტატიაში გაგაცნობთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს დასვენებისთვის სარელაქსაციო აუზს.
სამყარო ხუთი ელემენტისგან შედგება: წყალი, მიწა, ჰაერი, ცეცხლი და სივრცე (ეთერი). ამ ელემენტებთან ურთიერთობის სახე და სიხშირე განაპირობებს ადამიანის ჯანმრთელობას. სხეულის 70% წყლისგან შედგება, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანისთვის წყალი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ამ პოსტში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა როლი აქვს წყალს ჯანმრთელობის გაუმჯობესების საქმეში.
წყალთან შეხება ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
· სხეულის მოდუნება
· სტრესისგან განთავისუფლება
· დაღლილობის მოხსნა
წყლის ჭავლის ცვალებადი ეფექტების საშუალებით თქვენი სხეული დუნდება და სრულფასოვნად ისვენებთ.
აუზის ორივე მხარეს განთავსებულია წყალქვეშა სავარძლები, რომლებიც ჰიდრომასაჟორებით ჯაკუზის ეფექტს იძლევა
სარელაქსაციო აუზი არის სხვადასხვა ჰიდრომასაჟორით აღჭურვილი უჟანგავი ფოლადის აუზი. ჰიდრომასაჟორები ხელს უწყობს: სხეულის კორექციის პროცედურას, კისრის არეში ტკივილის მოხსნას, განტვირთვასა და ახალი ენერგიით დამუხტვას;
გახსოვდეთ დასვენებული ადამიანი მეტად პროდუქტიულია და ჯინო აკვაპარკში ვიზიტორისთვის საუკეთესო ატმოსფეროს შექმნა ჩვენი ყოველდღიური ვალდებულებაა.