იზრუნე სხეულზე რომელშიც ცხოვრობ!
ნუტრიციოლოგ-დიეტოლოგი ნატალია გოგავა ჯინო ველნესი და სპა ამბასადორია, რომელიც ჯინო ველნესი და სპა ცენტრთან ერთად წარმოდგიდგენთ ახალ პროექტს: ექსელენთ ქალთა კლუბი, რომელიც მიზნად ისახავს ქალების მენტალური და სულიერი გაჯანსაღებისთვის შექმნას კურსი, რომელიც მოიცავს სწორ კვებას, მენტალურ და ფიზიკურ ბალანსს.
ჯგუფების შედგენა დაიწყება 25 ნოემბრიდან 2 დეკებრის ჩათვლით.
გთავაზობთ ინტერვიუს ნატალია გოგავასთან:
-ნატალია, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი?
“მთავარი არსი ჯანსაღი ცხოვრების წესის არის ჩვენი ჯანმრთელობის დაცვა და პრევენცია, რომელიც ყოველთვის ბევრად უფრო მარტივია და იაფი, ვიდრე ჩამოყალიბებული დაავადებების მკურნალობა. ამისთვის მნიშვნელოვანია სწორი კვება, ფიზიკური აკვიტობა, არსებული დეფიციტების აღდგენა და რეჟიმი.
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია თავისი ასაკით, სქესით, ცხოვრების წესით, პროფესიით, და ა.შ. შესაბამისად, მიდგომაც არის ინდივიდუალური.”
-რამდენად მნიშვნელოვანია სტრესის პრევენცია?
სტრესი, მწვავე იქნება თუ ქრონიკული, ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე, გარეგნობაზე და ბიოლოგიურ ასაკზე. სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში სტრესისგან სრული იზოლაცია წარმოუდგენელია, ამიტომ მთავარია ვისწავლოთ მისი მართვა და ადეკვატური რეაგირება. სრულყოფილი დასვენება და სასიცოცხლო ძალების აღდენა განტვირთულ და დასვენებულ ორგანიზმს შეუძლია, სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ პროექტი ექსელენთ ქალთა კლუბი, რომელიც ქალებს დაეხმარება კომპლექსურად დაუთმონ დრო საკუთარ თავზე ზრუნვას, რაც მოიაზრებს ველნეს სერვისებს, მედიტაციას, ჯანსაღ კვებას და პოზიტიური აზროვნების გამომუშავებას. კურსზე რეგისტრაციის შემდეგ თქვენ ინდივიდუალური კონსულტაცია ჩაგიტარდებათ, რომ შევისწავლოთ თქვენი ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის აუცილებელი პირობები. ექსლენთის სივრცე პრემიურ კლასის სივრცეა, რომელიც ქალებს საუკეთესო ატმოსფეროს შეუქმნის კურსის მანძილზე.
სივრცე, რომელიც უნიკალური პროდუქტებითა და სერვისით გამოირჩევა.
სივრცეში განთავსებულია:
➤ ლუდის აბაზანა, რომელიც ივსება თბილი ლუდის ექსტრაქტით და იქვე მოედინება სტუმრებისთვის ცივი ლუდი;
➤ კლეოპატრას ოქროს აბაზანები: 24 კარატიანი ოქროთი მოპირკეთებული აბაზანები თბება და ივსება რძის, ყვავილებისა და ღვინის ექსტრაქტით;
➤ ამავე სივრცეშია მოსასვენებელი ოთახი გამთბარი ქვის სავარძლებით, სენსორული ვირპული ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერისა და წყლის ჭავლის მასაჟორებით. ფინური, ორთქლისა და მცენარეული საუნები, საშხაპეები სხვადასხვა ეფექტის ატრაქციით.
➤ ექსელენთშია განთავსებული ყინულის ოთახი თოვლცვენის ეფექტით. ეს არის ამიერკავკასიაში უნიკალური კრიო საუნა. სიცივის ზემოქმედების შედეგად ორგანიზმი განიცდის სტრესს, რის გამოც სისხლძარღვები ვიწროვდება. სტრესის შედეგად ხდება დიდი რაოდენობით სისხლის შინაგანი ორგანოებისთვის მიწოდება და უკვე განახლებული სისხლის ნაკადი გამოდის პერიფერიაზე. ჯამში: უმჯობესდება კანის სტრუქტურა და უჯრედები, ამის გარდა აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა. კრიო საუნაში გატარებული დრო ეხმარება ორგანიზმს გამოყოს დიდი რაოდენობით ენდორფინები. (ენდორფინი – ბედნიერების ჰორმონი.
კურსის მანძილზე ყველა მონაწილეს განტვირთვისთვის საუკეთესო საშუალება პრემიუმ კლასის მასაჟის შესაძლებლობაც ექნებათ. ახალი წლის დადგომას კლუბის წევრები ახალი ენერგიით და პოზიტიური აზროვნებით შევხვდებით
– რა რჩევას მისცემთ ქალებს?
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ყველაზე დიდ ბედნიერებას მანიჭებს კმაყოფილი პაციენტი, რომელსაც გარდა სასურველ წონაზე დადგომისა შესაძლებლობა აქვს რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოისწოროს,
ჩემი პრინციპია – კვება და დანიშნულება, რომელსაც ვუდგენ იყოს არსებული დაავადებების, სხვადასხვა ნივთიერების დეფიციტების აღმდგენი და შესაბამისი. რაც მთავარია, მუდმივად ვზრუნავ რომ ეს პროცესი ნაკლებად სტრესული იყოს.
მნიშვნელოვანი ფაქტორია სტრესის პრევენციაზე და კანზე ზრუნვა რისთვისაც ველნესი და სპა საუკეთესო საშუალებაა.
ქალებს პირველ რიგში ვურჩევ რომ საკუთარ თავს დაუთმონ დრო, ბედნიერ ქალს ირგვლივ ყველას გაბედნიერება შეუძლია, ამიტომ მთავარია შეისმინონ საკუთარი თავი, იზრუნონ და ხშირად დააჯილდოვონ ისეთი პროცედურებით რაც მათ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ორგანიზმში დადებითი ცვლილებები იწყება თქვენით და მხოლოდ თქვენ შეგწევთ ძალა საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.