“ადამიანური რესურსების შერჩევა და შრომითი ურთიერთობის დამყარება”- ჯინო აკვა პარკი გამოცდილებას უზიარებს სტუ-ს სტუდენტებს.
2024 წლის 3 დეკემბერს მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე “სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების” სასწავლო კურსის ჩარჩოში ჩატარდა ლექცია თემაზე: “ადამიანური რესურსების შერჩევა და შრომითი ურთიერთობის დამყარება”.
ლექციას უძღვებოდა შპს “ჯინო პარკის” აკვაპარკის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ცოტნე ჯამბურია, რომელმაც სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გაუზიარა ინფორმაცია ჯინო ჰოლდინგის და აკვაპარკის საქმიანობის შესახებ. მან კომპანიის მაგალითზე ისაუბრა კომპანიის მენეჯმენტზე, სტრუქტურასა და ადამიანური რესურსების მართვის თავისებურებებზე; ეს, თავის მხრივ, გულისხმობს ხელმძღვანელობას, ლიდერობას, ინიციატივებს, მხარდაჭერასა და იურიდიულ საკითხებს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ საკითხს, რაც უკავშირდება ორგანიზაციის თანამშრომლებს, მათ კარიერულ წინსვლასა თუ მოტივაციას.
ლექცია ინტერაქციულ რჟიმში წარიმართა და სტუმარმა სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს შინაარსიანი და არგუმენტირებული პასუხები გასცა.
ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ნოე ხოზრევანიძემ აღნიშნა: “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და შპს “ჯინო პარკის” თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომლისკენაც პირველი ნაბიჯი დღეს გადაიდგა. კომპანიასთან თანამშრომლობის გაღრმავება, ვფქრობთ, სტრატეგიულად ორმხრივად საინტერესოა. ფაკულტეტი გამოთქვამს მზაობას, რომ კომპანიასტან გაფორმებულ იქნას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მთის “მდგრადი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის” საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საშუალებას მისცემს აიმაღლონ პრაქტიკული უნარები; მემორანდუმი, გარკვეულწილად, დაეხმარება კომპანიას კადრების მოზიდვასა და შერჩევაში; მხარეებთან შეთანხმებით, ასევე, დაიგეგმება პრაქტიკული გასვლა აკვაპარკის ტერიტორიაზე”.
ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ და “სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების” სასწავლო კურსის ლექტორმა, ასოც. პროფესორმა თამარ ქობლიანიძემ დღევანდელი შეხვედრისთის მადლობა გადაუხადა ბატონ ცოტნე ჯამბურიას და დამსწრე საზოგადოებას. მსგავსი სახის შეხვედრები ბიზნესის სფეროს წარმნომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდება.