ჯინო აკვაპარკი წლის საუკეთესო აკვა კურირტი გახდა!
როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი
MedAward 2024 დაჯილდოვებაზე წლის საუკეთესო აკვა კურორტის გამარჯვებული ჯინო აკვაპარკი გახდა
16 თებერვალს, შერატონ მეტეხი პალასში MedAward2024-ის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორი Georgian Medical Tourism Group – GMTG სამედიცინო ტურიზმის პლატფორმაა, რომელიც საქართველოში არსებულ სამედიცინო და ტურისტულ მომსახურებებს აერთიანებს.
GMTG მიზნად ისახავს საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს სამედიცინო მომსახურებების შესახებ ცნობადობის გაზრდას.
ჯინო აკვაპარკი წლის საუკეთესო აკვა კურორტის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა. ყოველწლიურად ჯინო აკვაპარკი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, განახლებული მიდგომები, ვიზიტორის დასვენებაზე მორგებული სერვისები, ახალი შეთავაზებები, ღონისძიებები და გასტრონომიული მოგზაურობა ნამდვილად ქმნის საკურორტო განწყობას.
ჯინო აკვაპარკმა შეიმუშავა სპეციალური შეთავაზება #აჩუქედასვენება, რაც შესაძლებლობას გაძლევთ თქვენს საყვარელ ადამიანს აჩუქოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ განიტვირთოს და იზრუნოს საკუთარ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და აღიდგინოს სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ძალები. ჩვენი კომპანია აქტიურად ზრუნავს თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და ყველა თანამშრომელი საკუთარ დაბადების დღეზე საჩურად #აჩუქედასვენების შეთავაზებით სარგებლობს, რადგანაც გვჯერა რომ პროდუქტიული თანამშრომელი სწორედ კარგად დასვენებული თანამშრომელია.
ვაუჩერი #აჩუქედასვენება დაჯილდოვების ცერემონიალზე ყველა გამარჯვებულს გადაეცა.
იხილეთ რეპორტაჟი



