რეზიდენცია ორლოვე ახალმა მფლობელმა დაიცვა ნგრევისგან, დღეისათვის იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ულამაზეს სასტუმროს
სლოვაკ და უცხოელ ტურისტებს შორის სტაბილურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება ისტორიის გაცნობასთან დაკავშირებული მოგზაურობა. სწორედ რეზიდენცია ორლოვეს (Orlové) ახასიათებს დასვენების, შესანიშნავი გასტრონომიის, ისევე როგორც ისტორიის სრულყოფილი კავშირი, რომელიც დროში ბრუნდება უკან მარია ტერეზიას პერიოდამდე. თავისი აღჭურვილობით, ადგილმდებარეობითა და მომსახურებებით იგი წარმოადგენს იდეალურ ადგილს არამხოლოდ რელაქსაციისთვის, არამედ ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის, ქორწილებისთვის ან კონფერენციებისთვის.
რეზიდენცია ორლოვეს (Orlové), რომელიც მდებარეობს პოვაჟსკა ბისტრიცაში, ისტორიის აღრიცხვა დაიწყო მე-17 საუკუნეში, როდესაც ის ააშენეს ბალაშებმა (Balašovci), როგორც ერთსართულიანი ბეღელი. რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე მომდევნო საუკუნეში, მასშტაბური რეკონსტრუქციისა და გადაკეთების შედეგად იგი გაფართოვდა ამჟამინდელ სახემდე და მას დაემატა უნიკალური გვიანი ბაროკოს სტილის წმინდა იან ნეპომუკელის (Ján Nepomucký) კაპელა.
რეზიდენცია ორლოვე (Orlové)
დროთა განმავლობაში ისტორიული შენობა აღმოჩნდა ჯერ თავადის ქალ შარლოტა მაილატოვას (Šarlota Majlátová), ხოლო შემდეგ იან კუბელიკის (Ján Kubelík) – ცნობილი ჩეხი კომპოზიტორისა და მევიოლინე ვირტუოზის ხელში. თუმცა მოგვიანებით რეზიდენცია გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში, დრომ მას დაამჩნია თავისი კვალი და ნგრევა დაიწყო. როდესაც ნოდარი გიორგაძემ (Nodari Giorgadze), კომპანიის ჯინო ჰოლდინგი (GINO Holding) მფლობელმა, შეძლო შეეძინა მიწის ნაკვეთი რეზიდენციით, მიიღო გადაწყვეტილება წასულიყო რთული რეკონსტრუქციის გზით და ამგვარად შეენახა ისტორია მომავალი თაობებისთვისაც. შენობა შეინარჩუნა და მას შემდეგ რეზიდენცია ორლოვე (Orlové) წარმოადგენს სასტუმროს ჯინო პარკ პალასის**** (Gino Park Palace****) ადგილსამყოფელს, რომელიც მოიცავს დაბინავებას, რესტორანს, ყავახანას, დარბაზებს, ველნეს და ფიტნესცენტრს, ისევე როგორც უკვე ხსენებულ კაპელასა და პარკს.
კლიენტებს ამგვარად სთავაზოვენ პირველი კლასის მომსახურებას, ჩინებულ გასტრონომიასა და დაუვიწყარ შთაბეჭდლებებს. ამ ადგილს ეძებენ არამხოლოდ ისტორიის მოყვარულები, შეყვარებული წყვილები, არამედ ასევე დასასვენებლად მოსული ოჯახები ბავშვებით. არატრადიციული ისტორიული სივრცე საინტერესოა პირველ რიგში საქმიანი წამოწყებების ორგანიზატორებისა და მეწარმეებისთვის, რომლებსაც უკვე მობეზრებული აქვთ კლასიკური საკონგრესო დარბაზები. რეზიდენციაში ორლოვე (Orlové) ღონისძიებებს ისტორიული ფუფუნების ელფერი აქვთ თეთრხელთათმანიანი მომსახურე პერსონალით, გემრიელი სამზარეულოთი და ჩინებული მომსახურებით.
რეზიდენცია ორლოვე (Orlové)
გადარჩენილი განძი
D1 გზატკეცილის გადასასვლელიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი აშორებს სტუმრებს პოვაჟსკა ბისტრიცეს და ამ შეუდარებელი ადგილის მონახულებას, რომელიც შორეული წარსულით სუნთქავს. ისტორიას ყურადღება ექცეოდა ასევე საკუთრივ რეკონსტრუქციის დროს, რომელიც ექვემდებარებოდა ძეგლთა (დაცვის) სამსახურის (Pamiatkový úrad) მკაცრ კონტროლს. ამან მოიტანა, მაგალითად, რეზიდენციის ცალკეული ნაწილების შეფერილობის ცვლილება.
რეზიდენცია ორლოვე (Orlové) წარმოადგენს ჩინებულ ადგილს დასასვენებლად, კერძო ღონისძიებებისთვის, ისევე, როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, რომლებსაც ადგილობრივი ატმოსფერო განსაკუთრებულობას სძენს.
კაპელის სივრცეში ჭერზე, ოქროს ფურცლების გარდა, ასევე გამოვლინდა თავდაპირველი მუქი წითელი ფერი, რომელმაც შეცვალა ამ უნიკალური სივრცის ლურჯი ფერი, რომელსაც აქვს, როგორც ერთიან რეზიდენციაში, ორი სართულის სიმაღლე. დღეისათვის დამთვალიერებლებს შეუძლიათ კაპელაში დაათვალიერონ ძვირფასი საგნები და დიდი ისტორიული ღირებულების მქონე ნახატები, ორღანი მე-19 საუკუნიდან, ისევე, როგორც მთავარი და გვერდითა საკურთხევლის სახელოვნებო გაფორმება. ყოველ შაბათს აქ სრულდება საჯარო წირვა და ხშირად შეხვდებით ახალდაქორწინებულებსაც, რომლებმაც გადაწყვიტეს სწორედ აქ დაედოთ ფიცი და სარგებლობენ ცერემონიის გამართვის პრივილეგიით იმავე ადგილას, სადაც მთელი საქორწილო ბანკეტი ეწყობა.
მოწიწებით ისტორიის მიმართ
მაგრამ თუ გავიხედავთ თავად რეზიდენცია ორლოვეს (Orlové) კედლებს მიღმა, რომელიც, მართალია, ფუნქციონირებს, როგორც სასტუმრო დაწესებულება, თუმცა ისტორიის სული მისგან იგრძნობა ყოველ ნაბიჯზე. რეკონსტრუქცია ხორციელდებოდა დევიზით, რომ სასტუმრო მორგებულიყო რეზიდენციაზე და არა რეზიდენცია სასტუმროზე. ყოველ ოთახს განსხვავებული ზომა აქვს, რადგანაც რეკონსტრუქციისას ყურადღება ექცეოდა რეზიდენციის თავდაპირველი სივრცეების ზომების შენარჩუნებას. ამის წყალობით აქ შეგიძლიათ იპოვოთ სხვადასხვა სტანდარტებისა და სტილის ოთახები დიდებული საპრეზიდენტო აპარტამენტებიდან ისტორიული ”დე ლუქს” ოთახებით რუსტიკალური (სოფლური) სტილის კლასიკურ ოთახებამდე გამოკვეთილი ხის ძელებით. ეს ანიჭებს რეზიდენციას განსაკუთრებულობას და მეტიც, ძალზე მოთხოვნადად, რასაც ასევე ადასტურებს მომატებული ინტერესი სტუმრების მხრიდან უკანასკნელ წლებში.
რეზიდენცია ორლოვე (Orlové)
რეზიდენცია სტუმრებს აძლევს ფაქტობრივ არჩევანს – იმის მიუხედავად, გირჩევნიათ სამეფო კომფორტი მაღალი ჭერებით, მანსარდის ოთახები თუ ოთახები პარკზე ხედით, ერთი რამ ნათელია: თქვენ გელოდებათ სრულყოფილი კომფორტი, რის წყალობითაც სრულიად განსხვავებულად იგრძნობთ თავს. 47 კომფორტულ ოთახში დაბინავების გარდა, სასტუმრო სთავაზობს ვიზიტორებს დასვენებას მყუდრო ველნესცენტრში. ისტორიულ ელფერს მას ანიჭებს აგურის კამარები, სრულყოფილ რელაქსაციას უზრუნველყოფს სამი საუნა, გრიგალური აბაზანა, შეზლონგები და კნაიპის აბაზანა სისხლის მიმოქცევის გასაძლიერებლად.
სასტუმროს სივრცეებში აქტივობებითაც არ მოიწყენთ, სტუმრებს შეუძლიათ ითმაშონ ბილიარდი სანადირო დარბაზში, მაგიდის ჩოგბურთი, ჩაუჯდნენ ჩინებულ კერძებს ან ახალ დესერტებს ანდა ამოხსნან ინტერაქციული ისტორიული დაშიფრული თამაშის გამოცანა, რომელიც თქვენ გაგასეირნებთ რეზიდენციის კუნჭულებში.
უზადო ადგილი ქორწილისთვის ან საფირმო ღონისძიებისთვის
განსაკუთრებული ღონისძიებები იმსახურებენ განსაკუთრებულ გარემოს და სულერთია, ეს ეხება საოჯახო დღესასწაულს, ქორწილს თუ საუცხოო საფირმო საღამოს წვეულებას. რეზიდენცია ორლოვეს (Orlové) უპირატესობა არის რეპრეზენტაბელური სივრცე, ასამდე სტუმრის განთავსების, ისევე როგორც რესტორანში მომსახურების შესაძლებლობა. „ყველა შემთხვევას ვუდგებით ინდივიდუალურად და კლიენტის მოთხოვნებზე მორგებით.
სპეციფიკურია, რა თქმა უნდა, ქორწილები, როდესაც ყველაფერი უნდა იყოს უნაკლო, ზუსტად ახალდაქორწინებულების წარმოდგენების შესაბამისად. წლების განმავლობაში ჩვენ უთვალავი რაოდენობით აქცია გვაქვს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვსპეციალიზირდებით ქორწინებებისა და ღონისძიებების მოწყობაზე, რისთვისაც მივიღეთ „ევროპის ისტორიული სასტუმროები – ქორწილის ისტორიული გამოცდილების“ შეფასება (Historic Hotels of Europe – Historic wedding experience)“ ამბობს ბიზნესისა & განვითარების მენეჯერი ელისაბეთ შილჰანოვა (Elizabeth Šilhanová).
რეზიდენცია ორლოვე (Orlové)
ხსენებული ქორწილებისა და დღესასწაულების გარდა, რეზიდენციაში პოპულარულია აგრეთვე თიმბილდინგები, რომელთა ფარგლებშიც სტუმრებს შეუძლიათ ქართული ღვინოებისა და ბრენდების დეგუსტაცია, რეზიდენციის დათვალიერება, სადეგუსტაციო ვახშამი, გაერთონ ცოცხალი მუსიკით ან კიდევაც მოისმინონ საორღანო კონცერტი.
გასტრონომიული შთაბეჭდილებები
ასევე ცალსახად აღნიშვნის ღირსია სასტუმროს ბრწყინვალე საავტორო სამზარეულო შეფ-მზარეული მატეი გაშპიერიკის (Matej Gašpierik) ხელმძღვანელობით, რომელსაც სტუმრებისთვის მოაქვს ახალი გურმანული შთაბეჭდილებები. რომლებსაც ნამდვილად მიეკუთვნება ისინიც, რომლებიც შეგიძლიათ მიიღოთ მდიდარი გასტროპროგრამის დროს, რომელიც ხელმისაწვდომია არამხოლოდ სასტუმროში დაბინავებულთათვის, არამედ ასევე ფართო საზოგადოებისთვის. პოპულარულ აქციებს მიეკუთვნება სადეგუსტაციო ვახშმები ან სპეციალური მენიუ დაკავშირებული სხვადასხვა სადღესასწაულო პერიოდებთან, როგორიცაა აღდგომა, ვალენტინობა ან ახალი წელი.
„ჩვენი სტუმრებისთვის ყოველთვის სიამოვნებით ვამზადებთ რამე ახალსა და არატრადიციულს. ოქტომბერში ჩვენ გველოდება გასტრონომიული შთაბეჭდლებების ვორკშოპი „სუსნია ენა“ (Mlsný jazýček) რეზიდენციის შეფ-მზარეულთან. დეკემბერში კვლავ სიხარულით ველით საშობაო საჩუქრების დარიგებას, რომელიც იქნება დაკავშირებული საშობაო ბაზართად, მუსიკასა და დელიკატესებთან, რომლებიც სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ პირდაპირ რეზიდენციის ეზოში“ უახლოესი პერიოდის გეგმების შესახებ საუბრობს ელისაბეთ შილჰანოვა (Elizabeth Šilhanová). „ამ ღონისძიებების დროს ჩვენ მივესალმებით სტუმრებს, რომლებსაც სურთ დაბინავება, ისევე როგორც საზოგადოებას მიმდებარე ტერიტორიიდან ან სლოვაკეთის ყველა კუთხიდან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ სასტუმრო, რეზიდენცია და მისი პარკი მუდმივად ღიაა საზოგადოებისთვის, კერძო აქციების გარდა, როგორიცაა ქორწილები.“
რეზიდენცია ორლოვე (Orlové)
დაისვენეთ პარკში და გაიცანით გარემო
რეზიდენცია ორლოვეში (Orlové) სტუმრები სიამოვნებით დაიკარგებიან არამხოლოდ დროში, არამედ ულამაზეს პარკშიც, რომელიც არსებობს მე-18 საუკუნიდან, აღმოაჩენენ იმ ისტორიულ ცაცხვის ხეივანს, რომელიც ბალაშებმა (Balašovci) დაარგვევინეს, ისევე, როგორც ბევრ სხვა იშვიათ ისტორიულ ხესა და ხის ჯიშებს. პარკი წარმოადგენს მრავალი ჯიშის ფრინველისა და ცხოველის სახლს უამრავი სასეირნო ბილიკით და ჩუმ კუნჭულებში შეიძლება ნახოთ ციყვები, ისევე, როგორც თავისუფლად მცხოვრები შვლები.
თუმცა დასვენება არ არის ერთადერთი, რითაც შეიძლება დატკბნენ აქ დაბინავებული სტუმრები. უფრო აქტიურებიც იპოვნიან რამეს თავისთვის. სტუმრებისთვის სასტუმროში ეწყობა სამეცნიერო ექსკურსიები არემარეში პროფესიონალ გიდთან ერთად. შესაძლებელია ასევე პოვაჟსკი ჰრადის დათვალიერება ან სულოვის კლდეების (Súľovské skaly) ანდა მანინის ვიწრობის (Manínska tiesňava) ხიბლის აღმოჩენა.
ვისაც უყვარს გარემოს შეცნობა ველოსიპედიდან, მათ განკარგულებაშია ველოსიპედები პირდაპირ სასტუმროში. საველოსიპედე ტრასები ზემო პოვაჟში ყველა თანრიგის ველოსიპედისტისთვის არის, აქ დამწყებებიც იპოვნიან სათავისოს. შეუძლიათ, მაგალითად, ისარგებლონ მოკრძალებული საველოსიპედო ტურით პოვაჟსკა ბისტრიცადან, რომელიც მათ გაატარებს მანინის ვიწრობის (Manínska tiesňava) ბუნებრივ ნაკრძალზე.
წინამდებარე სტატია არის ბრენდვოისი (BrandVoice), კომერციული მასალა შედგენილი კლიენტის ფორბს ბრენდ ლების (Forbes BRANDlab) გუნდთან თანამშრომლობით.
ტექსტი სლოვაკურიდან თარგმნა ნინო მარჯანიძემ.
ორიგინალი სტატია იხილეთ შემდეგ ბმულზე