დაღლილობა, როგორც თანამედროვე ცხოვრების წესი
დაღლილობა – ეს არის დაქანცულობის, ენერგიის უკმარისობის შეგრძნება. ამასთან ერთად ადამიანს უქვეითდება მოტივაციაც. შესაძლოა, დაღლილობას თანახლდეს ძილიანობა, აპათია – გარშემო მიმდინარე მოვლენებისადმი გულგრილობა.
სამედიცინო განმარტებით, დაღლილობა არის ყოველდღიური ენერგიის ნაკლებობა; გამოფიტულობა, რომელიც გამოძინების შემდეგ არ ქრება. თუ ეს შეგრძნება თვეზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, დაღლილობა მწვავეა, თუ 1-დან 6 თვემდე ან უფრო დიდ ხანს – ქრონიკული. დაღლილობა ხელს უშლის ადამიანის ნორმალურ ფუნქციობას და აქვეითებს მისიცხოვრების ხარისხს.
ხშირად ჩვენ ერთი და იმავე მნიშვნელობით ვიყენებთორ ცნებას: დაღლილობას და სისუსტეს. ეს მთლად მართებული არ არის. დაღლილობა იგივე გამოფიტულობაა, როდესაც ადამიანს ენერგიის ნაკლებობის გამო დასვენების მოთხოვნილება უჩნდება. სისუსტე კი ფიზიკურ დაუძლურებას, კუნთების ძალის ნაკლებობას, უღონობას გულისხმობს. დასუსტებულ ადამიანს ხელების, ფეხების და სხეულისსხვა ნაწილების კუნთების ასამოძრავებლად დამატებითი ძალისხმევა სჭირდება.
როდესაც დაღლილობის მიზეზი დადგენილია, იწყება მკურნალობა და დაღლილობაც მცირდება, მაგრამ ძილის, კვებისა და ფიზიკური აქტიურობის რეჟიმის მოწესრიგება ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა. ამისთვის რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ:
- შეეცადეთ, ყოველდღე, უქმე დღეებშიც კი, ერთსა დაიმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ.
- საწოლ ოთახში იყოს კომფორტული ტემპერატურა (ძილისთვის კომფორტულად მიიჩნევა 15,5-19,5 გრადუსი).
- საწოლ ოთახში იყოს სიბნელე და სიწყნარე.
- დაძინებამდე ერთი საათის განმავლობაში მოერიდეთ ეკრანს. გამოსხივება და ხმა ტვინის აქტივობას ასტიმულირებს და გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე.
- მოერიდეთ ძილის წინ ჭამას.
- ძილის მოახლოებისთანავე შეეცადეთ, ფიზიკურადაც და გონებრივადაც დაისვენოთ. სტრესული და შემაშფოთებელი ფიქრების განთავის დაღწევაში შესაძლოა დაგეხმაროთ თბილიაბაზანა და მშვიდი მუსიკა.
- ძილის მოწესრიგებაში ძილის დღიურის წარმოებაცდაგეხმარებათ.
ჯინო აკვაპარკმა შეიმუშავა სპეციალური შეთავაზება #აჩუქედასვენება, რაც შესაძლებლობას გაძლევთ თქვენს საყვარელ ადამიანს აჩუქოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ განიტვირთოს და იზრუნოს საკუთარ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და აღიდგინოს სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ძალები.
ჩვენი კომპანია აქტიურად ზრუნავს თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და ყველა თანამშრომელი საკუთარ დაბადების დღეზე საჩურად #აჩუქედასვენების შეთავაზებით სარგებლობს, რადგანაც გვჯერა რომ პროდუქტიული თანამშრომელი სწორედ კარგად დასვენებული თანამშრომელია.