Gino Seaside Tbilisi – სიახლე, რომელიც მოგეწონება!
გამორჩეული ადგილმდებარეობა
Gino Seaside Tbilisi თბილისის ზღვის მიმდებარედ, თბილისის ცენტრიდან, სულ რაღაც, 20 წუთის სავალზე,
ბეშენოვას ქ. 20-ში გაიხსნა. აქ ვიზიტისას საკურორტო ზონის მყუდრო გარემოში აღმოჩნდებით. თბილისის ზღვის პანორამული ხედებით ტკბობასა და დროის სასიამოვნოდ გატარებას დედაქალაქის დატოვების გარეშე შეძლებთ.
რას აერთიანებს Gino Seaside Tbilisi?
სასტუმრო კომპლექსი თბილისის ზღვას გადაჰყურებს. ეს უზარმაზარი ტერიტორია აერთიანებს საქმიან და გასართობ სივრცეებს. აქ შეგიძლიათ დაგეგმოთ როგორც საქმიანი და კორპორაციული შეხვედრები, ისე განტვირთვა და დასვენება კოლეგებთან, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. ბიზნესისთვის განკუთვნილია შეხვედრების ოთახები, დახურული აუზი, სპა და „ჯინო ფერედაისის“ ატრაქციონები განტვირთვაში დაგეხმარებათ. ასევე, არის დიდი რესტორანი, რომელიც ზღვას გადაჰყურებს.
მოდით, დეტალურად მიმოვიხილოთ, რას მოიცავს თითოეული მათგანი.
ბიზნეს შეხვედრების სივრცე
Gino Seaside Tbilisi-ს საკონფერენციო ჰოლი მე-9 სართულზეა განთავსებული და თბილისის ზღვის განუმეორებელი ხედით ტკბობის შესაძლებლობას გიქმნით. სივრცე სრულად აღჭურვილია ყველა ტიპის საქმიანი შეხვედრისთვის, კონფერენციისთვის, სემინარებისა თუ ვორქშოპებისათვის. შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, საკონფერენციო ჰოლში 100-250 პერსონაზე გათვლილი ღონისძიების მასპინძლობაა შესაძლებელი.
საკონფერენციო დარბაზი განთავსებულია მე-8 სართულზეც, სადაც 40-100 სტუმარზე გათვალისწინებული ღონისძიების მოწყობაა შესაძლებელი.
ამას გარდა, მე-8 სართულზე არის სივრცე უფრო მცირერიცხოვანი შეკრებისთვის, სადაც კერძო მოლაპარაკებისა თუ სხვა ტიპის შეხვედრის ორგანიზება შეგიძლიათ, 15 პერსონისთვის.
სასტუმრო
Gino Seaside Tbilisi 215 სასტუმრო ოთახს მოიცავს. თითოეული მათგანი აპარტამენტის სტილში არის მოწყობილი, ელეგანტური თანამედროვე ინტერიერით, რაც დასვენებისთვის უმნიშვნელოვანესია. სასტუმრო ოთახები ზღვას გადაჰყურებს. ისინი დამსვენებლის მაქსიმალური კომფორტით დააპროექტეს. თითოეული მათგანი აღჭურვილია სამზარეულოთი, კომფორტული დასასვენებელი სივრცით, პრემიუმ კლასის აბაზანით. ნომრებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მიეწოდება, ხოლო თუკი საქმისათვის ასეთი გამორჩეული ადგილი გჭირდებათ, თქვენთვის სამუშაო მაგიდაც არის გათვალისწინებული. სასტუმრო ნომრები 6 კატეგორიად იყოფა – Standard Room, Superior, Deluxe, Junior Suite, Suite და Executive Suite. ინტერიერი მშვიდ, პასტელურ ფერებში არის გადაწყვეტილი და დადებით განწყობას უქმნის დამსვენებელს.
Gino Seaside Tbilisi აერთიანებს ყველაფერს, რაც სამუშაო და დასასვენებელი განწყობისთვის გჭირდებათ. თუკი დედაქალაქიდან გაუსვლელად, თიმბილდინგისა და რითრითის დღეებისთვის სასურველ ადგილს ეძებთ, აქ სასურველ გარემოს იპოვით.